რეჟისორი უეს ანდერსონი 50-იანი წლების საფრანგეთზე მიუზიკლის The French Dispatch გადაღებას გეგმავს.

ფილმის სიუჟეტი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ის საფრანგეთის გამოგონილ ქალაქში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში განვითარდება.

ანდერსონი მიუზიკლის გადაღებას 2019 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს, პრემიერა კი საშობაოდ შედგება.

რეჟისორის ახალი ფილმის სამსახიობო ანსამბლი კი მის კარიერაში ყველაზე ვარსკვლავურია. სურათში ვიხილავთ - ნატალი პორტმანს, სირშა რონანს, ტიმოთი შალამეს, ბენისიო დელ ტოროს, ლეა სეიდუს, ბილ მიურეის, ტილდა სუინტონს და ფრენსის მაკდორმანს.

თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, სურათში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ ემა სტოუნმა, ბრედ პიტმა და ქეით ბლანშეტმაც.