2018 წლის 10 ყველაზე დიდი ტრენდი
რა გაგვახსენდება 2018 წელზე, როცა წლების შემდეგ უკან გამოვიხედავთ? ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლიტიკოსების გამონათქვამები ამოგვიტივტივდეს გონებაში. უფრო დიდი შანსია, რომ 2018 წელი გავიხსენოთ, როგორც პერიოდი, როცა ყველას პაწაწინა სათვალე ეკეთა და წელის ჩანთა გარდიგარდმო ჰქონდა გადაკიდებული.
1. პატარა სათვალეები
2018 წელი ახალი დაწყებული იყო, როცა კიმ კარდაშიანმა ქმრისგან, კანიესგან სასაცილოდ პირდაპირი რჩევა მიიღო: "დიდი სათვალის ტარების უფლება აღარ გაქვს. ახლა პატარა სათვალეების დრო დადგა". მართალია, რეპერს მონობასა და ტრამპზე ჭკუა აღარ უნდა მოვკითხოთ, მაგრამ მისი გავლენა მოდაზე ჯერ კიდევ ძლიერია.
პატარა სათვალეებმა მართლაც განსაზღვრა 2018 წელი. ზემოთ გამოსახული მოდელი ეკეთათ ბიონსეს, ბელა და ჯიჯი ჰადიდებს, კენდალ ჯენერსა და სხვებს.
2. ელექტროსიგარეტები
ეს Juul-ია - დახვეწილი, პატარა აქსესუარი, რომელმაც არამწეველებსაც კი მოანდომა სიგარეტისთვის თავის დანებება.
Juul-მა 2018 წელს ელექტროსიგარეტების ბაზარზე 68%-ით უპირობო ლიდერობა გაინაღდა.
3. ფერმერებისთვის დამახასიათებელი კაბები
ეს მოკრძალებული მაღალყელიანი კაბები ყველაზე პროვოკაციული რამ იყო გასული წლის მოდაში. ამ ტრენდის სათავეში კი ნიუ-იორკელი დიზაინერი ბათშევა ჰეი დგას. მისი აზრით, პანკსა და ძველ მოდას ბევრი რამ აქვს საერთო.
4. თეთრი ზედატანი
ეს უბრალო თეთრი ზედატანი არ გეგონოთ. ეს მაისური დიზაინერ კერბი ჯინ-რეიმონდის სექტემბრის კოლექციიდანაა და მასზე წაწერილია "შეწყვიტეთ 911-ში რეკვა კულტურის გამო". ეს სოციალური კომენტარია რასობრივ დაძაბულობაზე: 2018 წელს განსაკუთრებით გახშირდა თეთრი ამერიკელების ზარები პოლიციაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სახლს გვერდით აფროამერიკელმა ჩაუარა.
მაისური შოუს დასრულებიდან მალევე გაიყიდა. შემოსავლის ნაწილი კი იმ ფონდს გადაეცა, რომელიც დაპატიმრებული აფროამერიკელების საქმეებს სწავლობს.
5. ვერსაჩეს დაბრუნება
2018 წელი ვერსაჩეს სახლისთვის ნოსტალგიური აღმოჩნდა. რაიან მერფის მინისერიალმა ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის შესახებ მიწყნარებული განცდები თავიდან გააღვიძა.
ამ მნიშვნელოვანი გვარის ექსტრავაგანტულმა წარმომადგენელმა, დონატელამ, გადაწყვიტა, მტკივნეულ თემებს შეხებოდა და ძმის იდეებს მიუბრუნდა. ასე იხილა დღის სინათლე პრინტმა, რომელსაც სურათზე ხედავთ (Tresor de la Mer). ის მისტერ ვერსაჩეს 1992 წლის კოლექციიდანაა გადმონაცვლებული.
6. ხელოვნური ბეწვი
2018 წელს ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვეს გუჩიმ, მაიკლ კორსმა, ჯიმი ჩუმ, მეისონ მარჯიელამ, ვერსაჩემ, ჟან-პოლ გოტიემ და შანელმა.
შანელი ასევე უარი თქვა ნიანგის ტყავის გამოყენებაზეც.
7. კანაბიდიოლის შემცველი კოსმეტიკა
CBD იგივე კანაბიდიოლი, არაფსიქოატიური ნივთიერებაა, რომელიც კანაფისგან მიიღება. მას ნარკოტიკული ზემოქმედება არ ახასიათებს, თუმცა დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ნამდვილად აქვს.
2018 წელს მოულოდნელად CBD ყველგან გამოჩნდა: სახის დამატენიანებელ კრემებში, ლოსიონებში, ლატეებსა და ძაღლის საჭმელშიც კი.
ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია შემდეგ წელსაც.
8. Fashion Nova x Cardi B
ამერიკელ ჰიპ-ჰოპ არტისტს, ქარდი ბის წარმატებული წელი ჰქონდა და, გარდა ალბომისა თუ პირადი დრამებისა, მან საკუთარი მოდური გადაწყვეტილებებითაც დაგვამახსოვრა თავი.
მიუხედავად იმისა, რომ რეპერისთვის მაღალი მოდა სულაც არაა უცხო, მან ღიად გამოხატა Fashion Nova-ს მიმართ სიმპატიები.
"შემეძლო, დიზაინერის ტანსაცმელი მეყიდა, მაგრამ Fashion Nova უფრო მერგება", - ამბობს ქარდი ბი ერთ-ერთ ტრეკში. რაც შეეხება მუსიკოსისა და ტანსაცმლის ბრენდის ერთობლივ კოლექციას, ის ელვის სისწრაფით გაიყიდა, შემდეგ კი ქარდი ბის იდეები სხვადასხვა დაბალბიუჯეტურ ბრენდებში "ითარგმნა".
სურათზე გამოსახული ქურთუკი $69 ღირს.
9. უნისექს ჩანთები
დიზაინერები ფიქრობენ, რომ მომავალი იუნისექს/გენდერულად ნეიტრალური ტანსაცმლისაა, ეს ძვრები კი ყოველთვის აქსესუარებით იწყება.
2018 წელს კრისტიან დიორმა და კიმ ჯოუნსმა დაახლოებით ერთნაირი ჩანთები (ხურჯინები) შექმნეს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ კიმ ჯოუნსის ვერსია კაცებისთვის იყო შექმნილი. თანამედროვე მოდაში ფემინურად დამკვიდრებული ტანსაცმლისა თუ აქსესუარის მამაკაცური ვერსიის შექმნა ტაბუდადებული უკვე აღარაა.
10. The Air Max 1/97
რთული არაა იმის მიხვედრა, რამ განაპირობა ამ მოდელის ასეთი წარმატება: ის ორი ცნობილი ეარ მაქსის ჰიბრიდია, ხოლო პასტელური ფერები ფსიქოდელიურ ეფექტს ქმნის.
მთავარი სილამაზე კი დეტალებშია; მაგალითად, დააკვირდით პატარა ტალღას ფეხსაცმლის ენაზე.
გაიგეთ ამ მოდელის შესახებ მეტი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები