ბუნება რომ საუკეთესო შემოქმედია ამაში ერთხმად ვთანხმდებით. თუმცა, აშშ-ს ერთ-ერთ პარკში აღმოჩენილმა გიგანტურმა ლოდმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც ჩანს, რამდენიმე მეტრის სიმაღლის მასიური ქვა მილიონობით წლის განმავლობაში ეროზიას განიცდიდა და საბოლოოდ არც მეტი, არც ნაკლები საყვარელი გულის ფორმა მიიღო.

გილენ მორი კი 42 წლის ამერიკელი თერაპევტია, რომელმაც ნაციონალურ პარკში ვიზიტისას გულის ფორმის გიგანტურ ქვას შთამბეჭდავი ფოტოებიც გადაუღო.

ფოტო: galen moore

"გიგანტური გულის ფორმის ქვის შესახებ პირველად ერთ-ერთ მოგზაურთა ბლოგზე შევიტყე, თუმცა მისი პირადად ნახვა გაცილებით შთამბეჭდავი იყო", - ამბობს გილენი.

ფოტო: galen moore

ფოტო: galen moore

გულის ფორმისა და სხვა მილიონობით წლის წინანდელი გიგანტური ლოდები ამერიკის ნაციონალური პარკშია, რომელსაც წლის განმავლობაში 2.5 მილიონი ტურისტი სტუმრობს.