10 შეცდომა, რომელსაც ახალ წელს ყველაზე ხშირად ვუშვებთ
უკვე შევთანხმდით, რომ შეცდომები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რომ ყველაზე დიდი შეცდომა, წარუმატებლობის შიშით ნაბიჯის არგადადგმაა.
თუმცა, ისიც საყურადღებოა, რომ გიჟური წინა საახალწლო სამზადისის მოახლოებასთან ერთად, მცდარი გადაწყვეტილებების რაოდენობა ერთიორად მატულობს.
მთლიანი ხელფასის გაფლანგვა, ახალი წლის დღეებში უამრავი ფულის გაფლანგვა, დროის უაზროდ ხარჯვა — ნახეთ ეს და სხვა ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც საახალწლოდ ყველაზე ხშირად ვუშვებთ:
1. საკუთარი თავის დარწმუნება, რომ კერძების მომზადებას რამდენიმე საათშიც მოვასწრებთ
თუ გეხალისებათ, რომ 12 საათის დადგომისთანავე სხვები ახალ წელს აღნიშნავენ, სადღეგრძელოებს ამბობენ, ან საცივს ჭამენ და თქვენ ისევ ფქვილში გაქვთ ხელები, თქვენი ნებაა.
2. თონის პურის რიგში საათობით დგომა
გასაგებია, რომ თონის პური ძალიან გემრიელია და საახალწლო სუფრასაც განსაკუთრებულ ელფერს სძენს, თუმცა მაშინ, როდესაც უამრავი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, პურის რიგში საათობით დგომას, ჯობია, რომ რომელიმე მაღაზიაში შეიაროთ და უბრალოდ ქარხნული პურით დაკმაყოფილდეთ.
3. ოჯახის წევრებისთვის საახალწლო საჩუქრების ონლაინ გამოწერა
ონლაინ შოპინგი საკმაოდ გამართლებულია, თუმცა არა ახალ წელს, როდესაც დიდი რისკია, რომ თქვენმა ამანათმა უბრალოდ დააგვიანოს, ან საერთოდ არ ჩამოვიდეს. მერე თავის მართლება, რომ გემი ფილიპინების წყლებში გაიჭედა და ძველით ახალ წელს ყველა საჩუქარი აქ იქნება - არ გამოგადგებათ.
4. ყველა მნშვნელოვანი საქმის ახალი წლის შემდგომი პერიოდისთვის გადადება
გასაგებია, რომ ახალი წელი დასვენებასთან და გართობასთან ასოცირდება, თუმცა, ყველა მნიშვნელოვანი საქმის ახალი წლის შემდგომი პერიოდისთვის გადადების შემთხვევაში, მალევე მიხვდებით, რომ ეს ძალიან მცდარი გადაწყვეტილება იყო.
5. მშობლებისთვის პირობის მიცემა, რომ ნათესავებთან წავყვებით
სანამ მსგავს დაპირებებს გასცემთ, კარგად დაფიქრდით, თუ როგორ გარემოში, ვისთან ერთად გინდათ ახალი წლის გატარება, რადგან უკეთესი ვარიანტის გამოჩენის შემთვევაში, დიდი შანსია, რომ პირობის დარღვევა და მშობლების განაწყენებაც კი მოგიწიოთ.
6. ბევრი, ბეეევრი ოლივიეს გაკეთება
უკვე წლებია, რაც სალათი ოლივიე ახალ წელთან ასოცირდება. თუმცა, დრო გადის და ქართულ სუფრაზეც სხვა, გაცილებით გემრიელი კერძები ჩნდება და ერთ დროს ძალიან პოპულარულ სალათის ჭამაზეც დროს და მადას აღარავინ ხარჯავს.
7. ახალი წლის დღეებში უამრავი ფულის დახარჯვა
დიახ, ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია და თითქმის ყველა ოჯახში ცდილობენ, რომ მას ღირსეულად შეეგებონ. თუმცა, თუ არ გვინდა, რომ მთელი იანვარი ნასესხებ 50 ლარზე გადავიაროთ, ზომიერების შეგრძნება არც ამ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ.
8. თავის გამოდება, თითქოს შამპანურის გახსნა ვიცით
ჰო, ერთი ეგ ვიცით და მეორე პიროტექნიკის სწორად გამოყენება.
აქვე გეტყვით, რომ ზედმეტი რხევა შამპანურის "აფეთქების" რისკს ზრდის. ზედმეტი არეულობის თავიდან ასარიდებლად კი უმჯობესია, რომ მისი გახსნა ამ კუთხით ჩვენზე გამოცდილ ადამიანს მივანდოთ.
9. სუფრაზე გოზინაყის მთელი მარაგის გამოტანა
თქვენი ხელგაშლილობა დასაფასებელია, თუმცა ისეთი გემრიელობები, როგორიც არის გოზინაყი და ჩურჩხელა სუფრაზე ბოლოს უნდა დადოთ, რომ მაძღარმა სტუმრებმა ნაკლები ჭამონ და თქვენ მეტი დაგრჩეთ.
10. მეკვლედ იგივე ადამიანის ყოლა, ვისი მეკვლეობის წელსაც სამსახური დავკარგეთ და შეყვარებულს დავშორდით
შეიძლება დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებდეთ, თუ ვინ იქნება წელს თქვენი მეკვლე, თუმცა თუ გასული წელი იმდენად წარუმატებელი გქონდათ, რომ სამსახური დაკარგეთ ან შეყვარებულს დაშორდით, ყოველი შემთხვევისთვის აჯობებს, რომ ახალი ცხოვრების დაწყებამდე მეკვლე მაინც შეცვალოთ.
ნახეთ თიბისი დაზღვევის საახალწო რეკლამა, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მიუხედავად ჩვენი დაშვებული დიდი თუ პატარა შეცდომებისა დადებითი განწყობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ამასობაში ახალი წელიც მოსულა:
დიახ, შეცდომებს ხშირად ვუშვებთ, თუმცა, მთავარია, რომ მათი შედეგებისგან ყველანი დაზღვეული ვიყოთ. პატარა წარუმატებლობების შემთხვევაში კი გახსოვდეთ, რომ საახალწლო პერიოდში #შეცდომებიმოსულა, რადგან მათ გამოსასწორებლად ახალი წელი მოდის!
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
კომენტარები