მართალია Love Actually ეკრანებზე 15 წლის წინ გამოვიდა, თუმცა ის დღემდე რჩება იმ თითზე ჩამოსათვლელ ფილმებს შორის, რომელსაც წინასაახალწლოდ ყველა უყურებს.

აღმოჩნდა, რომ ფილმისადმი ასეთი დიდი სიყვარული არ ესმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ ჰიუ გრანტს.

"არ ვიცი და ვერ ვხვდები, რატომ არის ეს ფილმი ასეთი პოპულარული. თუმცა სასიამოვნოა, რომ ახალ წელს ყველა უყურებს", - ამბობს გრანტი.

გრანტმა მისი პერსონაჟის ყველაზე ცნობილი სცენის შესახებაც ისაუბრა.

"ეს ყველაზე აუტანელი სცენაა, რომელიც ოდესმე შემისრულებია. 40 წლის ინგლისელი კაცისთვის არ არის მარტივი მოიქცეს ისე, როგორც შვიდი წლის", - თქვა ჰიუმ.

მსახიობის ამ განცხადებამ ფილმის ფანების დიდი განრისხება გამოიწვია. მათი აზრით, ჰიუმ ამ საქციელით ფილმისადმი მათი სიყვარული დააკნინა.