მედიქლაბჯორჯია აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული 2014 წლის სტატისტიკური ცნობარის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში საგრძნობლად იმატა სიმსივნეების, სასუნთქი გზების დაავადებებისა და ალერგიების სიხშირემ.

"ამისი ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ეკოლოგიური პირობების გაუარესებაა. ჩვენ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს მომავალში, ჩვენ გვეშინია მომავლის!" - აცხადებენ მედიქლაბჯორჯიას ექიმები და უერთდებიან პარტიზან მებაღეებს.

დაწესებულების ექიმები კოლეგებს აზრის გამოხატვისკენ მოუწოდებენ და ცხოვრებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას მოითხოვენ.