ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ, 24 დეკემბერს ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ. ხდომა 14:00 საათზე ჩაინიშნა. ცესკო-მ თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს. ცესკოს თავმჯდომარისა და 11 წევრისგან შედგება.

იმ შემთხვევაში თუ ცესკო თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. წარდგენილი სამი კანდიდატურიდან პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში აირჩევს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.