საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდან, რუსმა სამხედროებმა ერთი პირი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ხურვალეთის მცხოვრებმა მიაწოდა. მისი თქმით, ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარმა დაინახა, როგორ ჩასვეს რუსმა სამხედროებმა მანქანაში და წაიყვანეს.

მისივე ცნობით, ხურვალეთის მცხოვრები 34 წლის, ოთარ სამნიაშვილია. ამავე ადგილობრივის თქმით, კაცი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მეტყველეის პრობლემა აქვს. ამ დროისთვის გატაცებულის მშობლებს პოლიცია კითხავს.

On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ დაკავებულია ერთი პირი ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, იმფორმირებილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.