თელავის რაიონულმა დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ზაზა ბერიკაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

ნაციონალური მოძრაობის, წევრი ზაზა ბერიკაშვილი პოლიციამ თბილისში სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავა, რაც გულისხმობს წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ბრალდებულს ჯარიმა ან 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შემდეგი სასამართლო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.