გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ბენზინში ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქვეყნის მასშტაბით ბენზინგასამართ სადგურებში გაფრთხილებით გარეშე 240 სინჯი აიღეს.

მათივე განმარტებით, აღებული სინჯების ლაბორატორიულ კვლევა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ უზრუნველყო.