1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. 27 წლის წინ მაშინდელ ხელისუფლებას ეროვნული გვარდია ღიად დაუპირისპირდა. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, თენგიზ კიტოვანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, ასევე, დაუპირისპირდა ნახევრად გასამხედროუებული და შეიარაღებული ორგანიზაცია მხედრიონი და მისი დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი.

საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რუსთაველის გამზირი და უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია იქცა. სამოქალაქო დაპირისპირება სულ 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 6 იანვარს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით დასრულდა. თბილისში მიმდინარე საომარ მოქმედებებს სხვადასხვა მონაცემებით ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

სამოქალაქო ომს წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა, რომელიც ქვეყანაში, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას პირადი გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და მას შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ. კიტოვანმა უარი თქვა გამსახურდიას ბრძანების შესრულებაზე და მის დაქვემდებარებაში მყოფი 15 ათას კაციანი პირადი შემადგენლობით თავდაპირველად რკონის ხეობაში, შემდგომ კი თბილისის ზღვაზე დაბანაკდა.

ამ დროისთვის უკვე დაპატიმრებული იყო გამსახურდიას კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, მხედრიონის დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი. იოსელიანი 1991 წლის თებერვალში დააპატიმრეს. მან ციხე სამოქალაქო ომის მსველელობისას, 28 დეკემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა მომხრეებმა ციხე შტურმით აიღეს.

სამოქალაქო ომი ფოტოებში

აჯანყაბულები რუსთაველის გამზირზე ბარიკადებს აღმართავენ

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/შახ აივაზოვი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მიტინგს მართავს

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

რუსთაველის გამზირზე დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე მოქალაქეები იკრიბებიან

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ ჯემალ კასრაძე

რუსთაველის გამზირზე აჯანყებულები გამოჩნდნენ

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

პირველი გასროლა 22 დეკემბერს დილის რვა საათზე გაისმა

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ ჯემალ კასრაძე

აჯანყებულებმა პირველივე საათებში მოახერხეს რუსთაველის გამზირზე მდებარე რამდენიმე შენობის დაკავება

ფოტო: ეროვნული ბიბლკიოთეკა/ შახ აივაზოვი

შენობა რუსთაველის გამზირზე, რომელშიც ამჟამად კაფე პარნასია განთავსებული

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

ტანსაცმლის მაღაზიის დახვრეტილი ფანჯარა

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

ჭურვის მოხვედრის შედეგად დაზიანებული ავტობუსი დაპირისპირების დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

უზენაესის საბჭოს მიმდებარე ტერიტორია დაპირისპირების დღეებში

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

თბილისის პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

თენგიზ კიტოვანი ეროვნული გვარდიის შტაბში

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

ხედი დახვრეტილი ჯავშანტრანსპორტის საქარე მინიდან

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

უზენაესი საბჭოს ერთ-ერთი მიტოვებული კაბინეტის მაგიდა

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

ასე გამოიყურებოდა რუსთაველის გამზირი საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ასე გამოიყურებოდა ექვს იანვარს უზენაესი საბჭოს ეზო

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

ჯაბა იოსელიანი მას შემდეგ, რაც მისი მომხრეების დახმარებით საპატიმრო დატოვა

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

თბილისის პირველი საჯარო სკოლა ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ ჯემალ კასრაძე

ზვიად გამსახურდიას გაქცევა — ოპოზიციის მომხრეები გამარჯვებას აღნიშნავენ

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

ომის დასრულების შემდეგ მოქალაქეები ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი