ძაღლებს სმენისა და ყნოსვის ბევრად მაღალი სპექტრი აქვთ, ვიდრე ადამიანებს. ისინი შესაძლოა შეაწუხოს იმ ხმებმა და სუნმა, რომელიც ჩვენ შეიძლება ვერც კი ვიგრძნოთ.

საახალწლო ფეიერვერკები განსაკუთრებით შემაწუხებელია ლეკვებისთვის. რთული სიტუაცია ექმნებათ პატრონებსაც, რომლებსაც სადღესასწაულო მომენტში პანიკაში ჩავარდნილი ცხოველების დამშვიდება უწევთ.

ცხოველებისა და მათი ადამიანი მეგობრების დასახმარებლად ამერიკულმა კომპანია ფორდმა ხმაგაუმტარი სახლები შექმნა.

როცა ცხოველის სახლის შიგნით არსებული მიკროფონები ფეიერვერკების ხმებს "გაიგებენ", ისინი მას ამცირებენ ან გარდაქმნიან. მოწყობილობას ხმის სრულად დაბლოკვაც შეუძლია.

ცხოველებისთვის მოწყობილი თავშესაფარი გაყიდვაში ჯერ არ ჩაშვებულა.