როგორც ჩანს, ბიჭებს კომფორტულად ცხოვრებისთვის ავეჯი საერთოდ არ სჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში, ამ დასკვნამდე მივიდა ტვიტერის მომხმარებელი ქეით ჰეისთი, როცა ეს ფოტო ატვირთა

"ბიჭები მართლა ცხოვრობენ ასეთ ბინებში", - წერს ქალი ტვიტერზე.

თუმცა, ქეითი ერთადერთი არაა, ვინც ბიჭების ბინების ეს თავისებურება შენიშნა, რამაც თავის მხრივ, ინტერნეტ-ხუმრობების მთელი ტალღა გამოიწვია.

ნახეთ სახალისო პოსტები, ერთი და იგივე სათაურებით. მათი ავტორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დიახ, ბიჭები მართლა ცხოვრობენ ასეთ ბინებში და მათ ეს სულაც არ ადარდებთ.