შს მინისტრმა რომელიც დღეს 21 დეკემბერს დეპუტატების კითხვებს პასუხობს პარლამენტში ხორავას ქუჩის საქმეზე პასუხისას თქვა, რომ "პასუხისმგებლობის პერსონალიზებისას, შეიძლება, საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ".

"არავის არ ეგონოს რომ ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლოაბს არ გრძნობს. ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობის ზღვარი თუ დავადგინეთ და დავიწყეთ პასუხისმგებლობის პერსონალიზირება, შეიძლება საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ".

პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, სადაც გიორგი გახარია სიტყვით გამოდის, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძეც ესწრება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. ამ დრომდე დაუდგენელია თუ ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. შვილმოკლული მამა მთელი წელია მკვლელების დასჯას და სამართლიანი გამოძიების წარმოებას ითხოვს.

2 ივლისს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას საქმის მოწმეებთან, გამომძიებლებთან, პროკურორთან და დაზარალებულთა ოჯახებთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და რეკომენდაციებს კენჭი უყარა. კომისიის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი რეკომენდაციით მიმართეს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის საქმეზე, ასევე შსს-მ გაატაროს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებისათვის (10 მომხრე და 1 წინააღმდეგი);
  • დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მ.კ-ს [კალანდია] მიმართ, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის საქმეზე; (8 მომხრე და 6 წინააღმდეგი).

გაიგეთ მეტი: 1 წელი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან — მოკლედ