კარგი იქნება, თუ ადამიანები არ დაივიწყებენ ცხოვრების კარგი მხარეს, რომელიც ხანდახან სწორედ იმაშია, რომ რეალობა ფილმებისგან განსხვავდება.

მაგალითად, ინდიანაში მცხოვრებმა დედამ, სავარაუდოდ არ იცოდა, რომ თუ 90-იანების კლასიკას რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანდა, მას და მის შვილებს დიდი პრობლემები შეიძლებოდა შექმნოდათ.

პოლიციამ დედა მას შემდეგ დააპატიმრა, რაც მან სახლში ორი პატარა შვილი Home Alone-ის საყურებლად დატოვა.

ბავშვები 4 და 7 წლის ასაკის იყვნენ. როგორც აღმოჩნდა, დედამ სამსახურში წასვლამდე ძიძა ვერ იპოვა და 7 წლის შვილს სთხოვა, რომ სკოლაში არ წასულიყო და 4 წლის ძმასთან დარჩენილიყო.

უყურადღებოდ დატოვებული არასრულწლოვნები მეზობელმა შენიშნა და პოლიციას გამოუძახა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ტელევიზორში მარტო სახლში დახვდათ ჩართული. დედის დაკავების შემდეგ, ბავშვებზე ზრუნვა დროებით ნათესავს დაეკისრა.

ამერიკაში, ყოველწლიურად 4,5 მილიონი 14 წლამდე ბავშვი სახლში მარტო დატოვების გამო შავდება.