Get Out-ის დიდი წარმატების შემდეგ, რეჟისორმა ჯორდან პილმა ახალი საშინელებათა ფილმი გადაიღო.

Us - ასე ჰქვია კინოსურათს, რომელშიც მთავარ როლებს ლუპიტა ნიონგო და ელიზაბეტ მოსი ასრულებენ.

ფილმის სიუჟეტი ოჯახის გარშემო ვითარდება, რომლებიც დასასვენებლად ოკეანის სანაპიროზე მდებარე სახლში მიდიან, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ოჯახში დაუპატიჟებელი სტუმრები გამოჩნდებიან.

ახალი საშინელებათა ფილმი 2019 წლის 15 მარტს გამოვა.