ბიონსემ თავის ვებგვერდზე სერისა და რუმი კარტერების ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მუსიკოსის ინდოეთში მოგზაურობის დროსაა გადაღებული. დეკემბრის დასაწყისში ის ინდოელი მაგნატის შვილის ქორწილში იმყოფებოდა.

ფოტოები იშვიათია, რადგან ბიონსე და ჯეი-ზი 2017 წლის ივნისში დაბადებულ ტყუპებს კამერების წინაშე არ აჩენენ.

სანაპიროზე გადაღებული კადრებიდან ერთ-ერთში ბიონსეს რუმი ხელში უჭირავს, მეორეში კი — პამპერსებში გამოწყობილი ტყუპები ერთად ზიან სანაპიროზე.