მარსის უახლეს ფოტოზე ყინულით სავსე უზარმაზარი კრატერი ჩანს
ერთი შეხედვით შეიძლება თოვლი გეგონოთ, მაგრამ წითელ პლანეტაზე მდებარე კრატერი კოროლევი სინამდვილეში ყინულითაა სავსე. ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ მარს ექსპრესის მიერ გადაღებული ფოტოები ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
80-კილომეტრიანი კრატერი, რომელსაც სახელი სერგეი კოროლევის, საბჭოთა კოსმოსური ტექნოლოგიების მამის მიხედვით ეწოდა, მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. ყინულის სისქე 1800 მეტრს აღწევს.
თანამგზავრი მარს ექსპრესი ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ 15 წლის წინ გაუშვა და ის უმეტესად პლანეტის პოლარულ რეგიონებს იღებს. კრატერის შთამბეჭდავი სურათი მაღალი გარჩევადობის კამერით გადაღებული ხუთი ფოტოს შეერთებითაა მიღებული.
როგორც კოსმოსური სააგენტო აცხადებს, კოროლევის კრატერის ყველაზე ღრმა წერტილები სიცივისთვის ერთგვარი ხაფანგის როლს ასრულებს. ყინულის ზემოთ მოძრავი ჰაერი ცივდება და დაბლა ეშვება, რაც კრატერის ყინულოვან ზედაპირთან ცივი ჰაერის ფენას ქმნის. სწორედ ეს იცავს კრატერში მოთავსებულ ყინულს დნობისა და აორთქლებისგან.
თუ ადამიანები მარსზე დასახლდებიან, ეს რეგიონი უმნიშვნელოვანეს ტერიტორიად იქცევა. დეფიციტური წყლის პირობებში პოლარულ რეგიონსა და მასთან მდებარე ყინულის ხუფებს სტრატეგიული დანიშნულება მიენიჭებათ.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს მარსიდან: წარმატებით დაშვების შემდეგ InSight-ის მისიამ კიდევ ერთი საფრთხილო ეტაპი გადალახა და სეისმომეტრი დანიშნულების ადგილას მოათავსა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სეისმომეტრით სხვა პლანეტას ვაკვირდებით.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ ათავსებს რობოტი სეისმომეტრს მარსის ზედაპირზე.
"InSight-ის გეგმები იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე ვიმედოვნებდით", - ამბობს პროექტის მენეჯერი ტომ ჰოფმანი, - "მოწყობლობის უსაფრთხოდ განთავსება არაჩვეულებრივი საშობაო საჩუქრია".
სეისმომეტრის ამოქმედების შემდეგ მარსის ვიბრაციებისა და მიწისქვეშა ტალღების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გვექნება.
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები