ნილ ჯორდანმა ახალი ფილმი Greta გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ლეგენდარული ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი ასრულებს, მისი პარტნიორი კი ამერიკელი მსახიობი ქლოი გრეის მორეცია.

ფილმის სიუჟეტი იზაბელ იუპერის პერსონაჟის, გრეტას გარშემო ვითარდება, რომელიც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ხალხს უახლოვდება, შემდეგ კი მათ ატყვევებს.

ასე ხდება ქლოი გრეის მორეცის შემთხვევაშიც, მათი მეგობრობა ნელ-ნელა სახიფათო თამაშად გადაიქცევა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2019 წელს იგეგმება.