"თუ განცდა არ არის გაჭირვების საქართველოში და მითუმეტეს ტყიბულში ჩამობრძანდეს და ერთი დღით იცხოვროს ჩვენი ცხოვრების წესით, ჩავიდეს შახტში და ამოვიდეს", — ასე პასუხა ტყიბულელმა მეშახტემ ეკონომიკის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ხალხს გაჭირვების განცდა აქვს, მაგრამ ეს არ არის სიმართლე.

"ჩვენი ცხოვრების წესით ვერ იცხოვრებს იმიტომ, რომ თვითონ მილიონები აქვთ ხელფასები და შემოსავალიც და ჩვენ გვაქვს 800-900 ლარი და მოდი გავცვალოთ ჩვენი ხელფასები ერთი დღით", — განაცხადა მეშახტემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

დღეს, 20 დეკემბერს, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება აზრს იმის შესახებ, თითქოს ხალხს უფრო და უფრო უჭირს. მისი თქმით, აუცილებელია საუბარი ფაქტებით და სტატისტიკით და არა "განსაზღვრული ნაწილის განცდებით". მისივე თქმით, მთავრობა ყოველწლიურად აუმჯობესებს ცხოვრების დონეს და თუ კონკრეტულ პროდუქტებზე ფასები იმატებს, პარალელურად სხვებზე იკლებს.

დღეს, 20 დეკებმერს, ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მეშახტები აცხადებენ, რომ დაგვიანებით დარიცხული კომეპნსაციის გამო ბანკების ვალებისა და კომუნალურების გადახდის პრობლემა ექმნებათ. როგორც ერთ-ერთმა მეშახტემ, ტელეკომპანია პირველთან საუბრისას განაცხადა, გადაუხდელობის გამო ტყიბულში 600 ადამიანს ჩაეჭრა ელექტროენერგია.

გაიგეთ მეტი: