შარლიზ ტერონისთვის როლის გამო იმიჯის შეცვლა უცხო ნამდვილად არ არის. სხვა თუ არაფერი, ყველას გემახსოვრებათ 2003 წელს, ფილმ მონსტრში შესრულებული მისი როლი

სწორედ ამ როლისთვის მიიღო შეუდარებელმა ტერონმა ოსკარი

სულ მალე კი მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს ფილმი, სადაც ტერონთან ერთად მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, ელისონ ჯენი და მარგო რობი ასრულებენ

ფილმის სიუჟეტი FOX-ის ქალ ჟურნალისტებზე მოგვითხრობს, რომლების სექსუალური შევიწროებისა და ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ გაილაშქრებენ

ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი სკანდალებით გამორჩეული ჟურნალისტი - მეგინ კელი იქნება

კინოსურათში მის როლს შარლიზ ტერონი შეასრულებს, რომელიც გრიმის წყალობით იმდენად დაემსგავსა კელის, რომ მისი ცნობა შეუძლებელია

ძალიან ჰგავს, არა?! როგორ ფიქრობთ, მიიღებს მეორე ოსკარს?