ბავშვისთვის საჩუქრის შერჩევა დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, საუკეთესოა ალბათ საჩუქარი, რომელიც საინტერესოსთან და სახალისოსთან ერთად, შემეცნებითიცაა. სწორედ ასეთი საჩუქრების დიდ არჩევანს გთავაზობთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ახალი სერია ქაღალდის თვითმფრინავი. წინასაახალწლოდ, 25-31 დეკემბერს, წიგნის მაღაზიათა ქსელში სანტა ესპერანსა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიაში, გამომცემლობის ამ სერიის წიგნების შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით შეგეძლებათ.

სერია ქაღალდის თვითმფრინავი 2018 წლის დასაწყისიდან არსებობს და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სერია 3-13 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და აერთიანებს წიგნებს მრავალფეროვანი აქტივობებით: ფაზლები, 3D-კონსტრუქციები, გასაფერადებლები, სტიკერები შემეცნების პროცესს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის და ბავშვებს სხვადასხვა უნარ-ჩვევას თამაშ-თამაშით უვითარებს.

ფოტო: გურამ მურადოვი

სწავლა თამაშით პროგრესული განათლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიდგომაა. ასაკის შესაბამისი აქტივობები, რომლებსაც "ქაღალდის თვითმფრინავის" სერიის წიგნებში მრავლად იპოვით, აზროვნებასთან, მეხსიერებასთან, ლოგიკურ განსჯასთან და ფანტაზიასთან ერთად, ბავშვებს მოტორულ უნარ-ჩვევებსაც გამოუმუშავებს. თამაში, ასევე, საუკეთესო საშუალებაა სიბეჯითისა და კონცენტრაციის უნარის გამოსამუშავებლადაც. სწორედ ამიტომ, წიგნების შერჩევისას საჭიროა, გაითვალისწინოთ როგორც ბავშვის ასაკი, ისე მისი ინტერესის სფერო, არჩევანს კი სერიის მრავალფეროვანი თემატიკა (პროფესიები, კოსმოსი, მითები და ლეგენდები, ცხოველთა სამყარო, ისტორია, გეოგრაფია და ა.შ.) გაგიადვილებთ.

სერიაში შემავალ თითოეულ დასახელებას მითითებული აქვს ასაკი, რომელიც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ სერიის თითოეული დასახელება ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის მასალითაა დამზადებული.

ეწვიეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიას თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. 15 ან წიგნის მაღაზიათა ქსელის სანტა ესპერანსას ნებისმიერ ფილიალს 25-31 დეკემბერს და შეიძინეთ ქაღალდით თვითმფრინავის ნებისმიერი წიგნი 25%-იანი ფასდაკლებით.

სანტა ესპერანსას ფილიალები:

  • თბილისი, სანქტ-პეტერბურგის 12
  • თბილისი, ანა კალანდაძის 4
  • თბილისი, ვაჟა-ფშაველას 73
  • თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 15
  • თბილისის ზოოპარკი
  • ქუთაისი, წმ. ნინოს 13
  • ბათუმი, გამსახურდიას და კოსტავას ქუჩების კვეთა

სერიაში შესული წიგნები ასაკისა და ფასის მითითებით:

  • ისწავლე დათვლა (3 წლიდან) - წიგნი, ფაზლი - საწყისი ფასი 15.9 ლარი, ფასდაკლებული - 11.9 ლარი;
  • ისწავლე ინგლისური ანბანი (3 წლიდან) - წიგნი, ფაზლი - საწყისი ფასი 15.9 ლარი, ფასდაკლებული - 11.9 ლარი;
  • ბიბლიური ამბები (3 წლიდან) - წიგნი, ფაზლი - საწყისი ფასი 15.9 ლარი, ფასდაკლებული - 11.9 ლარი;
  • აფრიკის ცხოველები (3 წლიდან - წიგნი, 30-ნაჭრიანი ფაზლი, პოსტერი - საწყისი ფასი 25.9 ლარი, ფასდაკლებული - 19.4 ლარი;
  • ცეროდენა დრაკონები (3 წლიდან) - წიგნი, 30-ნაჭრიანი ფაზლი, პოსტერი - საწყისი ფასი 25.9 ლარი, ფასდაკლებული - 19.4 ლარი;
  • ფერმა (3 წლიდან) – წიგნი, 3D ასაწყობი ფერმა, ცხოველებისა და ფერმერის დასადგმელი ფიგურები - საწყისი ფასი 34.9 ლარი, ფასდაკლებული - 26.2 ლარი;
  • მსოფლიოს დროშები (6 წლიდან) - წიგნი, დროშების სტიკერები - საწყისი ფასი 9.9 ლარი, ფასდაკლებული - 7.4 ლარი;
  • მსოფლიოს ატლასი - გააფერადე რუკები (6 წლიდან) - საწყისი ფასი 14.9 ლარი, ფასდაკლებული - 11.2 ლარი;
  • ცხოველები - გააფერადე რუკები (6 წლიდან) - საწყისი ფასი 14.9 ლარი, ფასდაკლებული - 11.2 ლარი;
  • ისტორია - გააფერადე რუკები (6 წლიდან) - საწყისი ფასი 14.9 ლარი, ფასდაკლებული - 11.2 ლარი;
  • არდადეგების წიგნი (6 წლიდან) - წიგნი, სტიკერები - საწყისი ფასი 10.9 ლარი, ფასდაკლებული - 8.2 ლარი;
  • აღმოაჩნე და შეისწავლე კოსმოსი და მზის სისტემა (6-12 წელი) - წიგნი, ფაზლი - საწყისი ფასი 32.9 ლარი, ფასდაკლებული - 24.7 ლარი;
  • მოიარე, შეიცანი და შეისწავლე დედამიწა (6-12 წელი) - წიგნი, ფაზლი - საწყისი ფასი 32.9 ლარი, ფასდაკლებული - 24.7 ლარი;
  • ცხოველთა სამყარო (6-12 წელი) - წიგნი, ფაზლი, ცხოველების დასადგმელი ფიგურები - საწყისი ფასი 30.9 ლარი, ფასდაკლებული - 23.2 ლარი;
  • მითებისა და ლეგენდების სამყარო (6-12 წელი) - წიგნი, ფაზლი, მითიური პერსონაჟების დასადგმელი ფიგურები - საწყისი ფასი 30.9 ლარი, ფასდაკლებული - 23.2 ლარი;
  • ააწყვე გასაოცარი გლობუსი (7-13 წელი) - წიგნი, 3D ასასწყობი გლობუსი - საწყისი ფასი 29.9 ლარი, ფასდაკლებული - 22.4 ლარი;

სერიაში შემავალ ორ წიგნზე მოქმედებს განსაკუთრებული ფასდაკლება:

  • სახანძრო სადგური (5 წლიდან) - წიგნი, 3D ასაწყობი სახანძრო სადგური, დასადგმელი ფიგურები - საწყისი ფასი 30.9 ლარი, ფასდაკლებული - 15 ლარი;
  • მოდის სახლი (7-13 წელი) - წიგნი, 3D ასაწყობი ატელიე, თარგმები 50-მდე ჩასაცმელის დასამზადებლად - საწყისი ფასი 30.9 ლარი, ფასდაკლებული - 15 ლარი.

"ქაღალდის თვითმფრინავის" სერიის წიგნების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.