კვლევის მიხედვით, ხმელთაშუა ზღვის დიეტა უკეთესად კურნავს გულ-სისძარღვთა დაავადებებს, ვიდრე სისხლში ქოლესტერინის დამწევი წამლები.

რომში გამართულ გულ-სისძარღვთა დაავადებების გლობალურ კონფერენციაზე, მკვლევარებმა განაცხადეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტას ანიჭებდნენ უპირატესობას და ხშირად იკვებებიან ბოსტნეულით, თხილით, თევზითა და სხვადასხვა სახის ზეთით, ნაადრევი სიკვდილის ნაკლები შანსი აქვთ. მათთან შედარებით კი, რისკის ქვეშ იმყოფებიან ისინი, რომლებიც ძალიან ბევრ წითელ ხორცსა და კარაქს მიირთმევენ.

The Guardian წერს, რომ კვლევა იმ 1 200 ადამიანის სამედიცინო ისტორიას მოიცავდა, რომლებსაც 7 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის გულის დაავადებები ჰქონდათ გადატანილი და დაკვირვების პროცესში იმყოფებოდნენ. აღნიშნულ პერიოდში, 208 პაციენტი გარდაიცვალა, მაგრამ მათ შორის ნაკლებად მოხვდნენ ისინი, რომელთა ცხოვრების წესი უფრო ახლოს იყო ხმელთაშუა ზღვის დიეტასთან.

სისხლში ქოლესტერინის დამწევი წამლები, ისეთი როგორიცაა სტატინსი, გულის დაავადებების საუკეთესო სამკურნალო საშუალებად მიიჩნეოდა და ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი იყო.

British Heart Foundation-ის მონაცემების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მასშტაბით წელიწადში, დაახლოებით 155 000 ადამიანი იღუპება კარდიოვასკულარული დაავადებებით.