გრიგოლ ვაშაძე: გახარიასა და ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეების პათოლოგიურად ეშინიათ
გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება უნიჭოების, არაპროფესიონალიზმისა და კრეტინიზმის დღესასწაული იყო. მისივე შეფასებით, საქართველოს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი შეემატა.
გრიგოლ ვაშაძემ გურჯაანის რაიონული სასამართლოს წინ პოლიციელების მობილიზებაზეც გაამახვილა ყურადღება.
"ეს თქვენ სიძლიერის ნიშანი არ გეგონოთ, ეს არის პათოლოგიური შიშის ნიშანი, ეს არის პარანოიის შედეგი, აი შეხედეთ ამდენი პოლიციელი გინახავთ სადმე? რას აკეთებენ აქ პოლიციელები? გახარიას და ბიძინა ივანიშვილს პათოლოგიური შიში აქვთ საქართველოს მოქალაქეების", — განაცხადა მან.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, დავით კირკიტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით გურჯაანის სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვდა.
სასამართლო პროცესის პარალელურად გურჯაანში აქციას მართავს გაერთიანებული ოპოზიცია. მათ დილიდან შეუერთდა ევროპული საქართველოს ორი ლიდერი, გიგი უგულავა და სერგო რატიანი. ოპოზიციის ლიდერების თქმით, დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია. ადგილზე მობილიზებული პოლიციელები უკვე დაიშალნენ.
17 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით კირკიტაძე დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დავით კირკიტაძეს ბრალი გუშინ, 19 დეკემბერს წარუდგინეს, თუმცა სასამართლო პროცესი მომდევნო დღისთვის გადაიდო.
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 18 დეკემბერს კიდევ ერთი პირი დააკავა. ასევე დააკავეს ორი პირი ოპოზიციაზე თავდასხმის ბრალდებით, ხოლო ერთი პირი შსს-ს ქონების დაზიანების მუხლით.
დაპირისპირება ველისციხეში
16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად ხმაური იყო თბილისი-კახეთის გზაზე. ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და პოლიცია დაუპირისპირდა. სოფელ ველისციხეში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას გზა გადაუკეტა პოლიციამ და თელავში ჩასასვლელად ყვარლის შემოვლითი გზით წასვლა ურჩია. ამ გზაზე ოპოზიციას ავტობუსები ელოდებოდნენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს თელავის მერიის მიერ პროტესტისთვის განსაზღვრულ ადგილზე გადაიყვანდნენ.
გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციით, შსს-მ შეზღუდა კონსტიტუციური უფლება, გამოხატვის თავისუფლება. შსს-სა და ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ერთხმად აცხადებდნენ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ პროვოკაცია მოაწყო და მათთვის თელავში ჩამოსვლა და აქციის ჩატარების უფლება არავის შეუზღუდავს. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ, როგორც პოლიციელები ისე აქციის მონაწილეები.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის დაგეგმილი აქცია არ ჩატარდა.
18 დეკემბრიდან გაერთიანებული ოპოზიცია "უწყვეტ" აქციებს აანონსებს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ,მოპარული არჩევნების შემდეგ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები შეზღუდა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები