NGO-ები მოუწოდებენ განათლების სამინისტროს, გაითვალისწინოს ომბუდსმენის რეკომენდაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის ოფისთან გამართულ მმკ-ის საპროტესტო აქციას განცხადებით გამოეხმაურნენ:
"მიგვაჩნია, რომ ექსტრემისტული რელიგიული ჯგუფების მხრიდან საგანმანათლებლო და საჯარო სივრცეების კონტროლის მცდელობები, რომელსაც, სამწუხაროდ, სახელმწიფო ეფექტიან და გაბედულ პოლიტიკას ვერ უპირისპირებს, სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოში დემოკრატიული, პლულარული და სოლიდარული საზოგადოების განვითარების პროცესს".
ხელმომწერი ორგანიზაციები, მათ შორის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი-EMC, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ექსტრემისტული ჯგუფების გაძლიერების ტენდენციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ჯეროვნად უპასუხოს მათ შესაძლო ძალადობრივ ინციდენტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიმართ თავდასხმის ფაქტებს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა:
"არსებითია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სეკულარული, აკადემიურ სწავლებაზე და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პოლიტიკის გატარება უზრუნველყოს და ამ პროცესში, სრულად გაითვალისწინოს წლების განმავლობაში სახალხო დამცველის ანგარიშებში წარმოდგენილი რეკომენდაციები".
ორიგანიზაციის მიერ გავრცელებულ წერილში ასევე ნათქვამია, რომ ხელმომწერი ორგანიზაციები მხარს უჭერენ სახალხო დამცველის და მას საჯარო სკოლებში არსებულ სისტემურ პრობლემებზე აქტიური მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.
21 აპრილს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, მისი ანგარიშის მიმართ პროტესტს გამოეხმაურა. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სახალხო დამცველი ბავშვების ექსკურსიაზე ტაძრებში წაყვანის აკრძალვას ითხოვს, არ შეესაბამება სინამდვილეს:
"საგაკვეთილო პროცესის ლოცვით დაწყება, არააკადემიური მიზნებით სალოცავი კუთხეების მოწყობა, სასულიერო პირების სკოლებში მოწვევა და მათ მიერ სკოლის, საკლასო ოთახების კურთხევა, მოსწავლეების რელიგიურ რიტუალებში ჩაბმა, მასწავლებლების მხრიდან განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მქონე მოსწავლეებთან არათანაბარ დამოკიდებულება და სხვა წინააღმდეგობაში მოდის ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის პრინციპებთან".
19 აპრილს, სასულიერო პირების ნაწილმა სახალხო დამცველის ოფისთან, საჯარო სკოლებში დისკრიმინაციული გარემოს შესახებ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილი კრიტიკული შეფასებები გააპროტესტეს.
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
კომენტარები