საქართველოში დამზადებული 10 არაჩვეულებრივი საახალწლო საჩუქარი
საახალწლო საჩუქრების ციებ-ცხელება უკვე დაწყებულია და, ალბათ, ამ წინადადების კითხვის პროცესშიც კი გახსოვთ ის ფაქტი, რომ ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის თუ თანამშრომლებისთვის საჩუქრები გაქვთ შესარჩევი. რას იტყვით იმაზე, რომ ადრესატების პარალელურად, ბარემ ქართველი სტარტაპერებიც გაახაროთ და საახალწლოდ ქართულ ბიზნესს დაუჭიროთ მხარი?!
გთავაზობთ საქართველოში დამზადებულ 10 ნივთს, რომელიც არაჩვეულებრივი საახალწლო საჩუქარი იქნებოდა:
1. სვიტერი Person-ისგან
განსხვავებით სხვა კომპანიებისგან, ტანსაცმლის ბრენდი Person დაუზარებლად პასუხობს პროდუქციით დაინტერესებულ პოტენციურ კლიენტებს კითხვაზე Ra Xiiirs? სწორედ აქედან ვიცით, რომ ჰუდებისა და სვიტრების ფასი 75 ლარია, ხოლო კაბის - 95.
2. ტყავის ხელნაკეთი ჩანთა Portman-ისგან
"ალბათ, არსებობს ხელნაკეთი აქსესუარების შემქმნელი მილიონი ადამიანი, მაგრამ პორტმანი მათგან განსხვავებით გთავაზობთ ი მ ე ნ ნ ა თქვენს გემოვნებაზე მორგებულ აქსესუარებს და ეს ხდება როგორ: ვათვალიერებთ თქვენს fb profile-ს, სპეციფიკურ შემთხვევებში გესაუბრებით messenger-ში და განსაკუთრებულად ჩამოუყალიბებელ ადამიანებს ვთავაზობთ პირად გასაუბრებასაც. ჩვენ შეგიქმნით ზუსტად თქვენზე მორგებულ პროდუქტს, რომელზე ვერც კი გაიფიქრებდით, რომ "ამას ხომ მეც გავაკეთებდი"-ო. პატივისცემით, ქეთი და გუგა"
როგორც ფეიჯის აღწერიდან ჩანს, თითოეული ჩანთა თუ საფულე უნიკალურია. ფოტოების გადათვალიერებით კი მარტივად შეძლებთ წარმოდგენა შეიქმნათ პროდუქციის ხარისხზე.
3. ლურჯი სუფრა - nido.ge
საჩუქრის ადრესატის შესახებ ბევრი არაფერი იცით, გარდა იმისა, რომ სახლში მაგიდა აქვს? მაშინ ეს არაჩვეულებრივი გამოსავალი იქნება.
ლურჯი სუფრა საქართველოს ისტორიის ნაწილია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მას სათემო დღესასწაულებზე საწესო პურობისთვის შლიდნენ. XIX საუკუნისთვის კი ლურჯი სუფრა თბილისის თითქმის ყველა ოჯახში იშლებოდა.
ლამაზი ორნამენტებით გაწყობილი ქსოვილი კარგი საჩუქარი იქნებოდა უცხოელებისთვისაც. ფასი - 95 ლარი.
4. ხელნაკეთი შოკოლადი - Chicolli / შიკოლი
შოკოლადი ყველას უყვარს, ან თუ არ უყვარს, იქნებ ისეთი ადამიანია, რომ სხვა საჩუქარიც არ გაუხარდებოდა?!
Chicolli ხელნაკეთი შოკოლადის კომპანიაა, რომელიც შავ, რძიან და თეთრ შოკოლადს სხვადასხვა თხილეულითა თუ ჩირით ამზადებს.
აქვე ნახავთ მარწყვის ვარდისფერ პრალინებს, პიტნის მწვანე პრალინებსა და ყვითელ ლიმონჩელოებს. ტრიუფელები და შოკოლადის დიდი ფილები კი გრამობით იყიდება.
მაღაზია ფალიაშვილის 79 ნომერში მდებარეობს და შერჩეულ გემრიელობებს იქვე ჩაგიდებენ სასაჩუქრე ყუთებში.
5. სანათი - WHYme / MadeinGeorgia / ვაიმე
65-70 ლარად შეგიძლიათ თქვენთვის საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში სინათლე შეიტანოთ - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ყველა სანათს აქვს რბილი ძირი, მოხატულია, დაფერილია რამდენიმე ფენა ლაქით. დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევს, რომ სადენიც კი ფერად ქსოვილშია გატარებული. მზადდება 2-3 დღეში და ექვემდებარება შეკეთება-რესტავრაციას ნებისმიერ დროს.
6. ასომთავრული ბეჭედი KAYO
KAYO 21 წლის სტუდენტის, მარიამ ლორთქიფანიძის ხელნაკეთი აქსესუარების სტარტაპია. ეს ორიგინალური, დახვეწილი ბეჭედი, რომელიც ასომთავრული ანბანითაა შთაგონებული, 120 ლარი ღირს, თუმცა თუ ფეიჯს გადახედავთ, 20-ლარიან ბეჭდებსაც ნახავთ არანაკლებ გამორჩეული დიზაინით.
პ.ს. რიცხვებიც არის
7. საახალწლოდ მოხატული თეფში Ceramic Studio 1300-სგან
ამ თეფშებისთვის თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ საახალწლო განწყობაზე დადგეთ. თეფშების ფასი 35 ლარიდან იწყება.
8. ტუჩის ბალმი Káshkash Skincare
წინასაახალწლო კაშკაშა განწყობისთვის აუცილებელია, გამომშრალი ტუჩები ღიმილში ხელს არ გვიშლიდეს. ქართული ბრენდი Káshkash Skincare იმდენად კარგ ტუჩის ბალმებს გთავაზობთ, რომ შეიძლება საჩუქრის ადრესატს შემოეჭამოს.
ფასი: 29 ლარი
9. ფოტოს მიხედვით შექმნილი ილუსტრაცია Kelber Arts & Crafts-ისგან
რა შეიძლება ადამიანს აჩუქო იმაზე უკეთესი, ვიდრე სპეციალურად მისთვის შექმნილი ილუსტრაციაა?
დამზადებას სამი დღე სჭირდება, რაც შეეხება ზომებს - ნებისმიერი ზომა შეგიძლიათ შეუკვეთოთ და ჩარჩოც საგულდაგულოდ შეარჩიოთ.
10. უზარმაზარი გასაფერადებელი რუკა პარარასგან
მართალია, ფეიჯზე უმეტესად ბავშვების ფოტოებს შეხვდებით, მაგრამ თბილისის გასაფერადებელი რუკით დიდებსაც თავისუფლად გაახარებთ. შეძენა პირდაპირ საიტიდან შეგიძლიათ. გასაფერადებლის ზომა: 175X50სმ-ია, ფასი კი - 18 ლარი.
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
კომენტარები