ჯორჯ კლუნი Hulu-ს ახალ დრამაში მთავარ როლს შეასრულებს. მისი ერთ-ერთი პარტნიორი კი ექიმი ჰაუსის როლის შემსრულებელი - ჰიუ ლორი იქნება.

სერიალის სიუჟეტი ჯოზეფ ჰელერის რომანის Catch-22 ეკრანიზაცია იქნება და ექვს ეპიზოდს გააერთიანებს.

სიუჟეტი იტალიაში მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს და ამერიკელი ჯარისკაცების მისიაზე მოგვითხრობს.

გარდა მთავარი როლის შემსრულებლისა, კლუნი ამ სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება.

ცოტა ხნის წინ სერიალის პირველი ფოტოები გასაჯაროვდა: