რატომ ვიცდით 10 დღე 10-წუთიანი საქმის გასაკეთებლად?
წარმოიდგინეთ თქვენი თავის იდეალური ვერსია. ალბათ, მას ნაგვის გატანა არასდროს ეზარება, ჭურჭელს სადილის დასრულებისთანავე რეცხავს და საწოლს ყოველთვის იდეალურად ასწორებს. სავარაუდოდ, თქვენც გაწუხებთ არეული სახლი ან სამუშაო მაგიდა, მაგრამ მეცნიერები უკვე დიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე, რომ ადამიანებს ხშირად მყისიერი კმაყოფილება (დღევანდელი კვერცხი) ურჩევნიათ გრძელვადიან კეთილდღეობას (ხვალინდელ ქათამს). რა თქმა უნდა, სუფთა სამზარეულოს ყურება სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნოა საყვარელი სერიალის მორიგი ეპიზოდის ჩართვა და ცოტა ხნით საქმეების დავიწყება.
რატომ ვდებთ სამომავლოდ ისეთ საქმეებს, როგორიც ჭურჭლის გარეცხვაა? პასუხი რთული არაა: ნიჟარასთან ტრიალი დროსა და ენერგიას მოითხოვს, ჯილდო კი მხოლოდ ისაა, რომ მომავალშიც შეგვეძლება თეფშების გამოყენება და დასვრა. მიუხედავად ამისა, გაუკეთებელი საქმეების გამო შფოთვა რაღაც მომენტში დარეცხვის უსიამოვნებას აჭარბებს და ჩვენც ხელებს ვიკაპიწებთ. ეს სავსებით მოსალოდნელი ციკლია, რომელშიც სხვა მხრივ სრულიად პროდუქტიული ადამიანები ხვდებიან ხოლმე. საქმე, რომელსაც სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება, შეიძლება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გვსტრესავდეს.
ყველაფერი სიზარმაცით ვერ აიხსნება. პროკრასტინაციის გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია, რასაც თუ ემოციურ-ფსიქოლოგიური მიზეზების კოქტეილს დავუმატებთ, შედეგად რამდენიმე კვირის გამოუცვლელ თეთრეულს მივიღებთ.
დეპოლის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, ჯოზეფ ფერარის თქმით, საქმეების გადადებაში ორი ტიპის ადამიანები არიან შემჩნეულნი: გადამვადებლები და ქრონიკული პროკრასტინატორები (ისინი, ვინც დავალებებს ბოლო წუთისთვის იტოვებს). მათ შორის სამეცნიერო საზღვრის გავლება რთულია და ყველაფერი სიმწვავემდე დაიყვანება. შესაძლოა, საკუთარი უმოტივაციობა ძალიან გაწუხებდეთ, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა დიაგნოზის დასასმელად. ხანდახან ადამიანებს მუშაობა უბრალოდ ეზარებათ, მაგრამ ქრონიკული პროკრასტინატორებისთვის ეს მიდგომა ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება და მათ ჯანმრთელობასა თუ პირად ურთიერთობებზე აისახება. ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც მთლიანად თავის არიდებაზეა აგებული.
ფერარის კვლევის შედეგად დგინდება, რომ ადამიანების 20% ამ პრობლემით ქრონიკულად იტანჯება. გადამვადებლები კი ბევრად მეტნი არიან. ქრონიკული პროკრასტინატორებისგან განსხვავებით, მათთვის უფრო ადვილია ახალი ჩვევების გამომუშავება.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დაყრილ ტანსაცმელს თვალი შეიძლება ავარიდოთ, ცუდად შერჩეული დროა. "სახლის საქმეების კეთებას ნებისყოფა სჭირდება, თუ იმ დღეს უკვე უამრავი არჩევანი გააკეთეთ, თვითკონტროლი ბევრად უფრო რთულდება", - ამბობს როი ბაუმაისტერი, სოციალური ფსიქოლოგი და ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი. ბაუმაისტერი ამბობს, რომ არსებობს გადაწყვეტილებების მიღებით გამოწვეული გადაღლა, რომელიც ენერგიას გვაცლის. თუ სტრესული სამსახური გაქვთ, დიდი შანსია, რომ სახლში დაბრუნებისას თავს განტვირთვის უფლება მისცეთ, რაც არ მოხდებოდა, სამუშაო ადგილას მთელი დღის განმავლობაში მობილური თამაშები რომ გეთამაშათ.
როგორც გამოცდილმა პროკრასტინატორებმა იციან, დრამა იმით არ მთავრდება, რომ საკუთარ თავს საქმის გადადებაზე უთანხმდებით. "ასე მგონია, რომ ტვინში ჩანაწერია ჩართული, რომელიც ისევ და ისევ მეუბნება, რომ საქმე აქამდე არ უნდა მიმეყვანა. ეს თითქოს "მაშეშებს" და საკუთარ თავს გამუდმებით ვსაყვედურობ, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ავდგე და მოსაგვარებელ საკითხს მივხედო', - ამბობს გლორია ფრეიზერი, მომვლელი მასაჩუსეტსიდან.
დანაშაულის შეგრძნება და სირცხვილი პროკრასტინაციის თანმდევი მოვლენებია. ფსიქოლოგები გვირჩევენ, დიდი საქმე პატარ-პატარა პუნქტებად დავყოთ და დასკვნების გამოტანა არ ვიჩქაროთ.
"მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს იერიში საკუთარ თავზე მიაქვთ და არა საქციელზე", - ამბობს ფერარი. თუ მტვერსასრუტისთვის ფილტრის გამოცვლას ჩვენს ხასიათთან არ დავაკავშირებთ, მეტი შანსია, რომ ეს ქმედება რაციონალურად შევაფასოთ და ცუდი ქცევების ცუდ ჩვევებში გადაზრდას ხელი შევუშალოთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გასარეცხი ჭურჭლის გამო თუ საკუთარ თავს უქნარას არ ვუწოდებთ, უფრო მეტი შანსია, ძალა მოვიკრიბოთ და საქმეს შევუდგეთ.
როცა პრობლემა გასაგებია, მისი მოგვარებაც ადვილი ხდება. ბეტსი ბეროუზი, ნეირომეცნიერების მკვლევარი პროკრასტინაციით დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა: "ძალიან მიჭირდა სახლის დალაგება. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ მერე შევამჩნიე, რომ თუ სტუმრებს ველოდებოდი, საქმეები ნაკლებად მაწუხებდა". ბეტსიმ გამოსავალი მოძებნა და ყოველთვიურ შეკრებებს ჩაუყარა საფუძველი. ეს ტრადიცია უკვე 12 წელია, გრძელდება. შეიძლება საკუთარი ღონისძიებების სერიის მოფიქრება ცოტა რთული იყოს, მაგრამ აზრი გასაგებია: პოზიტიური ელემენტის შემოტანა მოსაწყენ საქმეს აადვილებს.
საკუთარი თავის ცოდნა მართლაც პოზიტიურ გავლენას ახდენს პროკრასტინაციის პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა. 2011 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა კეროლ დვეკმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "გადაწყვეტილებების მიღებით გამოწვეული გადაღლა" განსაკუთრებით იმ ადამიანებზე მოქმედებს, რომელთაც ისედაც ჰგონიათ, რომ ცუდი ნებისყოფა აქვთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ფიქრობთ, რომ დღის ბოლოსკენ ძალა გამოგეცლებათ, ეს ასეც იქნება. შესაძლოა, პრობლემა მოგვარდეს, თუ თავისთავად მოცემულობად არ მივიღებთ იმას, რომ არაფერი გამოგვივა.
საკუთარ თავთან ვაჭრობა ადამიანის ტვინის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შესასრულებელი საქმე ენერგიას მოითხოვს. ფერარის გაუჭირდა იმის თქმა, სად გადის ზღვარი გადამვადებლებსა და ქრონიკულ პროკრასტინატორებს შორის.
"უკვე 20 წელია, პროკრასტინაციის მკვლევარები ვიკრიბებით და ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანებს "გადადებასა" და პროკრასტინაციას შორის განსხვავებას ავუხსნით. ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს", - ამბობს მეცნიერი.
შესაძლოა, პასუხი არსებობს კიდეც, თუმცა მისი გამჟღავნების დრო, ჭურჭლის გარეცხვისა არ იყოს, ჯერ არ დამდგარა.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები