გამოცემა ეკონომისტმა წლის სახელმწიფოდ სომხეთი დაასახელა
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბრიტანულმა ჟურნალმა, The Economist წლის ქვეყნად სომხეთი დაასახელა. ნომინაციაში წლის სახელმწიფო გამარჯვებულს უშუალოდ ჟურნალის თანამშრომლები ასახელებენ. როგორც წესი, წლის სახელმწიფოდ იმ ქვეყანას ასახელებენ, რომელშიც უკანასკნელი 12 თვის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხი. გამოცემას არჩევანი სომხეთს, ეთიოპიასა და მალაიზიას შორის უნდა გაეკეთებინა.
მალაიზია
მალაიზიაში 2018 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო. პ 1950 წლის შემდეგ პირველად, მმართველმა პარტიამ დაკარგა უმრავლესობა, არჩევნებში ქვეყნის ისტორიაში პირველად ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა. დააკავეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნაჯიბ რაზაქი, რომლის პირად საბანკო ანგარიშებზე დაახლოებით 700 მილიონი დოლარი აღმოაჩინეს. მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, გამარჯვებული ოპოზიციის ლიდერი და უკვე მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მაჰატჰირ მოჰამადი ჯერჯერობით უარს ამბობს ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ის მთელი ძალაუფლების ერთპიროვნულ კონსოლიდაციას ცდილობს, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
ეთიოპია
ამ აფრიკული სახელმწიფოსთვის 2018 წელი, მეტად ექსტრაორდინალური და უჩვეულო გამოდგა. ეთიოპია, რომელიც 11 მილიონი ადამიანის სამშობლოა, მეოცე საუკუნის განმავლობაში მარქსისტული დიქტატორული რეჟიმების მიერ იმართებოდა. ქვეყანაში რამდენიმე ათეული ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივად დაპირისპირებულები არიან. ხშირია შეირაღებული დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე. წელს ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერი რეფორმატორი, აბი აჰმედი გახდა. აჰმედ ბიამ ბოლო 12 თვის წლის მანძილზე, ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე რეფორმა წამოიწყო. მათ შორის, მან გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრები, ასევე, მშვიდობა დაამყარა მეზობელ ერიტრეასთან, რომელთანაც ქვეყანას ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საომარ მდგომარეობა ჰქონდა. აბი აჰმედი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოქცეული ეკონომიკისა და პრესის ლიბერალიზაციას ცდილობს.
მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად შეძლებს აბი აჰმედი ქვეყანაში არსებული დამანგრეველი, მწვავე ეთნიკური დაპირისპირების მოგვარებას.
სომხეთი
2018 წლის გაზაფხულზე სომხეთში განვითარებული მოვლენები ბევრისთვის დიდ მოულოდნელობად იქცა. ყოფილმა პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა, მმართველობის ვადის გაგრძელება პუტინის მსგავსად სცადა, თუმცა სარგსიანის გეგმებს ფართო საზოგადოებრივი ქუჩის პროტესტი მოყვა. სომხეთის მოსახლეობა კორუფციისა და სტაგნაციის წინააღმდეგ გამოვიდა, მოძრაობის ლიდერი ყოფილი ჟურნალისტი და მაშინდელი დეპუტატი, ნიკოლ ფაშინიანი გახდა. ფაშინიანმა მაისის შემდეგ მოახერხერხა ჩაეტარებინა თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებზე მოსახლეობის 70 პროცენტის მხარდაჭერაც მოიპოვა. ამ რთული პროცესების მიუხედავად, ქვეყანაში რევოლუციამ უსისხლოდ ჩაიარა.
ჯერჯერობით, არ მოგვარებულა სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული დავა, თუმცა უძველეს სახელმწიფოს ტურბულენტურ რეგიონში აქვს შანსი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს თავისი მდგომარეობა.
გამოცემა აღნიშნულ ჯილდოს 2013 წლიდან გასცემს.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები