ფოტოგრაფი დედამისის ბიპოლარულ აშლილობას 7 წლის განმავლობაში იღებდა
"იმედი მაქვს, ეს ფოტოები კარგად ასახავს, როგორია ცხოვრება მენტალური დაავადების მქონე და ნივთიერებაზე დამოკიდებულ დედასთან ერთად", - ფოტოგრაფი მელისა სპიცი
როცა მელისა სპიცი ექვსი წლის იყოს, დედამისი დებორა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს ბიპოლარული აშლილობის გამო.
"მისი ცხოვრება იმ მომენტიდან მხოლოდ გაუარესდა", - ამბობს მელისა, - "ამას მოჰყვა კიბოს დიაგნოზი და საშვილოსნოს ამოჭრის ოპერაცია, მერე კი - ქიმიოთერაპია, რომელმაც მისი პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა".
დებორა მთელი მკურნალობის განმავლობაში სვამდა და ტკივილგამაყუჩებლებს დიდი ოდენობით მოიხმარდა. ასეთი ტრავმული ბავშვობა ბევრი ადამიანისთვის შეიძლება დედისგან გაქცევის მიზეზად ქცეულიყო, თუმცა მელისასთვის ინსპირაცია აღმოჩნდა.
ასე შეიქმნა სერია "არაფერია სანერვიულო", რომელსაც მელისა ინსტაგრამზე ათავსებს. ქრონოლოგია დაცული არაა, რაც დედა-შვილის ფრაგმენტულ ურთიერთობას სიმძაფრეს მატებს.
რას ფიქრობს პროექტის მთავარი გმირი ამ ფოტოებზე? როგორც მელისა ამბობს, ხშირად ის თავად ითხოვდა, შვილს მეტი ფოტო გადაეღო მისთვის. ერთ-ერთ ინტერვიუში ფოტოგრაფმა ისიც ახსენა, რომ ხანდახან დედამისი ცდილობდა, ფოტოპროექტის მიმართულება თვითონ განესაზღვრა.
"დედაჩემს ძალიან უყვარს თავის მსხვერპლად წარმოჩენა და ამის გამო ჩემი ხედვის შენარჩუნება ცოტა რთულია. მას მოსწონს, როცა უღებენ და თავს ისე გრძნობს, როგორც სცენაზე. ჩემი კამერა ის იარაღია, რომელიც მას თავს ღირებულ ადამიანად აგრძნობინებს", - ამბობს მელისა.
ფოტოპროექტთან დაკავშირებით მელისა ხშირად გაუკრიტიკებიათ კიდეც: "მწერდნენ, რომ დედაჩემს ვიყენებ, რომ ფოტოები არაფრად ვარგა და იმ ადამიანების მიმართ უპატივცემულობაა, ვინც რეალურად "იტანჯება", თუმცა ეს არაფერია დედაჩემის სიხარულთან და იმ ადამიანების წერილებთან შედარებით, რომლებიც გამუდმებით მიხდიან მადლობას"
ეს ნაწილობრივ დოკუმენტური მასალაა, ნაწილობრივ კი - ოჯახური ალბომი.
"ჩემთვის ეს ფოტოები ძალიან პირადულია და მგონია, რომ მათი ნაწილი იმდენადვე ვარ, რამდენადაც - დედაჩემი", - ამბობს მელისა.
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები