ამერიკის შტატ ოჰაიოში მდებარე ქალაქ ტოლედოში მოქალაქეების საშობაო განწყობა იმდენად მაღალია, რომ მათ ტროტუარების კიდეებზე ამოსული სარეველაც კი მორთეს.

ადგილობრივმა ტროი ემრიკმა მცენარე მაშინ შენიშნა, როცა სახლიდან ეკლესიაში მიდიოდა და მისი მორთვა გადაწყვიტა. მოგვიანებით, მან თავისი საშობაო იდეა ოჯახის წევრებს გააცნო.

"მამაჩემმა ის კვირას, შუადღეს შენიშნა. "იქ ნამდვილად ძალიან დიდი სარეველაა. აუცილებლად უნდა გავალამაზოთ", - გვითხრა მან და ასეც მოვიქეცით", - ამბობს ტროის შვილი.

მოქალაქეებს იდეა იმდენად მოეწონათ, რომ მცენარეს დეკორაციები თავადაც შეჰმატეს. საშობაო განწყობამ მალე ინტერნეტშიც გადაინაცვლა, სადაც მცენარეს ფეისბუქ გვერდიც კი გაუკეთეს, სახელად Toledo Christmas Weed.

ადგილობრივები ქალაქის ახალი კულტურული ძეგლის ფოტოებს ფეისბუქზე ამაყად აშეარებენ.