გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჰარი პოტერის მაგიური სამყარო ამოუწურავია და ყოველთვის შეიძლება იქ რამე ახალისა და საინტერესოს აღმოჩენა.

მაგალითად, ფილმის ყურებისას, შესაძლოა, ხშირად ისეთი დეტალები გამოგვეპაროს, რასაც მხოლოდ მოგვიანებით, მეათე, მეოცე ან მეორმოცე ნახვის დროს აღმოვაჩენთ.

დღეს ასეთი ათი დეტალით "დაგასპოილერებთ":

1. როდესაც დამბლდორი ახალგაზრდა ტომს მიაკითხავს, ადვილი შესამჩნევია შვიდი ქვა, რომელიც მას ფანჯრის რაფაზე უწყვია. რაც ვოლდემორის შვიდ ჰორკრუქსზე მიანიშნებს

2. ტომ რიდლის ოთახშივე გვხვდება ფოტო, რომელზეც ის ადგილია გამოსახული, სადაც მოგვიანებით ვოლდემორი თავის ერთ-ერთ ჰორკრუქსს გადამალავს

3. შეგიმჩნევიათ ლუციუსის ეს ტატუ სიკვდილის საჩუქრების მეორე ნაწილში? მალფოის კისერზე ამოსვირინგებული ციფრები აზკაბანის პატიმრის ნომერია

4. დამბლდორის კაბინეტში შესასვლელი პაროლია - Sherbet Lemon. ამ დასახელების კანფეტი მის მაგიდაზეც გვხვდება

5. ფილოსოფიურ ქვაში გრიფინდორის ქვიდიჩის გუნდის ჩემპიონთა დაფაზე ჯეიმს პოტერის სახელის გვერდით მინერვა მაკგონაგელის სახელსაც ვხედავთ

6. გილდეროი ლოკჰარტის კაბინეტის მაგიდაზე ეს პარიკი თქვენც შენიშნეთ?

7. აზკაბანის ტყვეში ერთ-ერთი ჯადოქარი სტივენ ჰოკინგის წიგნს, დროის მოკლე ისტორიას კითხულობს

8. ფილოსოფიურ ქვაში დერსლებს და მათ მეზობლებს ერთი მარკის მანქანები ჰყავთ. ამით ფილმის შემქმნელები გვიჩვენებენ, რომ ისინი, თავიანთი მეზობლების მსგავსად, არაფრით გამორჩეული ხალხია

9. როგორც აღმოჩნდა, ჯადოქრების სამყაროშიც აინტერესებთ ინფორმაცია მოსალოდნელ ამინდზე

10. და ბოლოს, შეგიმჩნევიათ როგორ იცვლება Warner Bros.-ის ლოგო ფილმიდან-ფილმამდე?