კახა კალაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოპოზიციაში აღმოვჩნდე
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ინგა გრიგოლიასთან გადაცემა რეაქციაში თქვა, რომ "ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ოპოზიციაში აღმოჩნდეს". წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, იგულისხმა თუ არა მან, ქართული ოცნების ოპოზიციში ყოფნა, კალაძემ უარყო და თქვა, რომ მან გუნდთან ერთად ოპოზიციაში გადასვლა იგულისხმა.
ინგა გრიგოლიას თავდაპირველი შეკითხვა კახა კალაძის ოპოზიციის მიმართ ნათქვამს, "ვისაც გადატრიალება უნდა, საწოლში გადატრიალდეს", ეხებოდა, თუ რა რეაქცია ექნებოდა, მას ოპოზიციის ადგილზე რომ ყოფილიყო.
"მომიწევს გახსენება წლების, როდესაც მე ოპოზიციაში ვიყავი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდე ოპოზიციაში. ვარ პოლიტიკური გუნდის წევრი, ვარ პოლიტიკოსი და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, აქ სიახლეს და რაღაც განსხვავებულს ვერაფერს ვერ ვიტყვი", — თქვა კახა კალაძემ და მოგვიანებით დააზუსტა, რომ გულისხმობს პარტიასთან ერთად ოპოზიციაში ყოფნას, ვინაიდან "ქართული ოცნება ყოველთვის ხელისუფლებაში ვერ იქნება".
გუშინ, 17 დეკემბერს, პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ უწყვეტი აქციების დანონსებას ამ სიტყვებით გამოეხმაურა:
"იმ სახელმწიფოს დედა ვატირე გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ მოაწყობს, გადატრიალდნენ საკუთარ სახლებში".
გუშინვე გაერთიანებულმა ოპოზიციამ "უწყვეტი" აქციები დააანონსა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოპარული არჩევნების შემდეგ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები შეზღუდა.
16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად ხმაური იყო თბილისი-კახეთის გზაზე. ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და პოლიცია დაუპირისპირდა. სოფელ ველისციხეში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას გზა გადაუკეტა პოლიციამ და თელავში ჩასასვლელად ყვარლის შემოვლითი გზით წასვლა ურჩია. ამ გზაზე ოპოზიციას ავტობუსები ელოდებოდნენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს თელავის მერიის მიერ პროტესტისთვის განსაზღვრულ ადგილზე გადაიყვანდნენ.
გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციით, შსს-მ შეზღუდა კონსტიტუციური უფლება, გამოხატვის თავისუფლება.
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
კომენტარები