სამეფო კარის თამაშებში ტაივინ ლანისტერის როლის შემსრულებელი ჩარლზ დენსი სულ მალე ნეტფლიქსის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის The Crown მესამე სეზონში ითამაშებს.

შოუს ახალ ნაწილში ის პრინც ჩარლზის ბიძის, ლუი მაუნტბატენის როლს მოირგებს.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაბრუნდება დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული დრამა მესამე სეზონით.

როგორც უკვე იცით, მესამე სეზონში იცვლება თითქმის ყველა მსახიობი, მათ შორის, დედოფალ ელიზაბეტის როლის შემსრულებელი კლერ ფოი - მას ოლივია კოლმანი შეცვლის.

ელიზაბეტის დის, მარგარეტის როლს კი ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი მოირგებს.