გახსოვთ როს გელერის შვილი ბენი, სერიალიდან მეგობრები?

საკულტო სიტკომის შემდეგ ბენის როლის შემსრულებელი კოულ სპროუსი რამდენიმე ფილმსა და სერიალში გამოჩნდა

2016 წელს კი ტელეეკრანზე CW-ის პოპულარული სერიალით დაბრუნდა და თავისი თაობისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მსახიობად იქცა

ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ სწორედ კოულია ის მსახიობი, რომელიც ყველა დროის ყველაზე პოპულარულ სიტკომში ბენის როლს თამაშობდა

მსახიობი დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებშიც. განსაკუთრებით, ინსტაგრამზე, სადაც 21 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს

View this post on Instagram

🦂

A post shared by Cole Sprouse (@colesprouse) on

რივერდეილში მსახიობი ჯაგჰედის როლს ასრულებს. მისი ეკრანული პარტნიორი ლილი რეინჰარტი კი რეალურ ცხოვრებაში მისი შეყვარებულია

კოული ნიჭიერი ფოტოგრაფიც არის. ამაზე კი მის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებიც მეტყველებს

აქვე გეტყვით, რომ კოულს ტყუპისცალი ძმაც ჰყავს - დილანი, რომელიც მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს