20 დეკემბერს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოქირურგიული გუნდი ეწვევა და პაციენტებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

პაციენტებს უშუალოდ მიიღებს ქვეყნის ცნობილი კარდიოქირურგი, დასავლეთ საქართველოს კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაშაყმაძე.

რთული პათოლოგიების გამოვლენის შემთხვევაში მოხდება კარდიოქირურგიული ჩარევისა და მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვა.

უფასო კონსულტაციები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში (გამსახურდიას ქ. 206) 11:00 – 17:00 სთ–მდე გაგრძელდება.