სალომე ზურაბიშვილმა ლაშა ჟვანია და დიმიტრი გაბუნია თანამდებობებზე ოფიციალურად წარადგნა
ათონელის რეზიდენციაში მისულმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველ სამუშაო დღეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და საპარლამენტო მდივანი წარადგინა. ზურაბიშვილმა დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ გუშინ, 17 დეკემბერს ამ თანამდებობებზე ლაშა ჟვანია და დიმიტრი გაბუნია დანიშნა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია გახდა, რომელიც მანამდე საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი იყო. საპარლამენტო მდივანი კი დიმიტრი გაბუნია, რომელიც არაერთ გახმაურებული საქმეში მონაწილეობდა ადვოკატის სტატუსით. ის იყო ქალთა მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანის ადვოკატიც.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრესასთან ისევ ნათია პავლიშვილი ითანამშრომლებს. მისი თქმით, პიარის მიმართულება გაძლიერდება და მალე ახალ თანამშრომლებს აიყვანენ. ზურაბიშვილმა განაცხადა ისიც, რომ კვირის ბოლოს ან მაქსიმუმ ორშაბათს იტყვის "ვინ იქნება ადმინისტრაციის მთავარი ბირთვი".
ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში იმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია, რა განთავსდება ყოფილ ადმინისტრაციაში, ავლაბრის რეზიდენციის შენობაში. გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. ზურაბიშვილს არასდროს დაუმალავს, რომ ავლაბრის რეზიდენციაზე პრეზიდენტობის შემთხვევაში უარს იტყოდა. ისიც კი თქვა, რომ ამ რეზიდენციის ჰავა და აურა არ უხდება.
ქართული ოცნების საარჩევნო დაპირების მიხედვით, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში უნდა გადასულიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 2013 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს ადმინისტრაციის ავლაბრიდან გადატანას. ეს საკითხი გრძელვადიანი დაპირისპირების საგანიც კი გახდა. ივანიშვილის მთავარი არგუმენტი იყო ის ხარჯი, რაც ავლაბრის რეზიდენციის შენახვას სჭირდებოდა. მისი თქმით ეს იყო "ჭარბი ფართი".
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები