რომანები სიყვარულზე — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ახალი სერია
ყოველი სიყვარულის ისტორია განსხვავებული და ამაღელვებელია. თუმცა ყველაზე რომანტიკული გრძნობა ამავე დროს ყველაზე რთულიცაა და წინ მრავალი დაბრკოლება ეღობება. ასე იყო ძველ დროში და ასეა დღესაც. დროისა და გარემოს ცვლილებასთან ერთად, სიყვარულის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაც იცვლება.
21-ე საუკუნის მკითხველისთვის, კლასიკურ რომანთან ერთად, განსაკუთრებით საინტერესოა სწორედ თანამედროვე სიყვარულის ისტორიები, რომელთაც დღეს არსებული პრობლემები სდევს თან.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სერია რომანები სიყვარულზე 2018 წლიდან არსებობს და სასიყვარულო ჟანრის თანამედროვე ნაწარმოებებს მოიცავს. ერთი სახელის ქვეშ გაერთიანებული თითოეული რომანი სიყვარულის უნიკალური ამბავია, რომელიც შეყვარებულების ურთიერთობასა და ისეთ რთულ ადამიანურ თუ სოციალურ პრობლემებს ეხება, როგორებიცაა საზოგადოების მიუღებლობა, სექსუალური ლტოლვა და შეუთავსებლობა, შიში, გაუთქმელი საიდუმლოები და მრავალი სხვა.
შენი სახელი დამიძახე
სერიის პირველი წიგნია ამერიკელი მწერლისა და ესეისტის ანდრე ასიმანის შენი სახელი დამიძახე.
ამ გახმაურებულ რომანში მოქმედება ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში ვითარდება, სადაც 17 წლის ელიო ამერიკელ სტუდენტს, ოლივერს გაიცნობს. დაუვიწყარ საზაფხულო თავგადასავალს ავტორი ზედმეტი სენტიმენტალიზმის გარეშე მოგვითხრობს.
გახმაურებული რომანის მიხედვით 2017 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ლუკა გუადანინოს ამავე სახელწოდების ფილმი, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მიიღო.
მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
ქვიან სანაპიროზე
"ორი ახალგაზრდა, განათლებული და ყოველმხრივ უმანკო – განსაკუთრებით კი ქორწინების ღამეს – იმ დროში ცხოვრობდა, სექსუალურ შეუთავსებლობაზე ხმას რომ ვერ ამოიღებდი" – ასე იწყება თანამედროვე ბრიტანელი კლასიკოსის, იენ მაკიუენის რომანი ქვიან სანაპიროზე, რომელიც სერიას სულ მალე შეემატება.
ამბავი მთავარი პერსონაჟების, ედუარდისა და ფლორენსის ქორწინების პირველ დღეს იწყება. სხვადასხვა გარემოში გაზრდილი გმირების განსხვავებული მოლოდინი და შფოთვა მათ ურთიერთობას მალევე ჩიხში შეიყვანს.
რომანმა გამოცემიდან მალევე მოიპოვა პოპულარობა და მსოფლიოს არაერთ ენაზე ითარგმნა, 2018 წელს კი ეკრანებზე ამავე სახელწოდების ფილმიც გამოვიდა.
მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი
ახლო მომავალში სერიის ფარგლებში იგეგმება მესამე წიგნის გამოცემაც. კარენ ჯოი ფაულერის ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი ექვსი პერსონაჟისთვის ინდივიდუალური გრძნობებისა და განცდების ისტორიაა, რომლის გამაერთიანებელი ხაზი ჯეინ ოსტინის ნაწარმოებებით გატაცებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები არცთუ დიდი მოცულობისაა, ის არაერთ თემას მოიცავს, იქნება ეს სიყვარული, ქორწინება თუ განქორწინება, შვილები და მშობლები.
2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა ჯეინ ოსტინის მოყვარულთა კლუბის მიხედვით გადაღებული იმავე სახელწოდების რომანტიკული დრამა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე
სერია რომანები სიყვარულზე უამრავ ახალ, მნიშვნელოვანი პრობლემური თემებით გაჯერებულ საინტერესო და ამაღელვებელ სასიყვარულო ისტორიას ჰპირდება მკითხველს, რომლისთვისაც სიყვარული მუდმივი ამოუხსნელი მოვლენაა.
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
კომენტარები