კოალიცია: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების არჩევა დასარეგულირებელია
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის შესარჩევი პროცესის კანონმდებლობით დარეგულირებას ითხოვს.
კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ამ რედაქციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს. მათ თანამდებობაზე უვადოდ აირჩევს საქართველოს პარლამენტი. იმავე წესით აირჩევენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, 10 წლის ვადით.
"საყურადღებოა, რომ ამ დრომდე კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა შერჩევისა და ნომინირების გამჭვირვალე პროცედურა. არც ის კრიტერიუმებია მკაფიოდ გაწერილი, რომელთა მიხედვითაც უნდა შეფასდნენ კანდიდატები", — ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციის წევრი ორგანიზაციების პოზიციით, უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობისა და მართლმსაჯულების სისტემაში მისი როლის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობა უნდა იყოს.
"ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და ღირსეული პროფესიონალი, რომელსაც სათანადო რეპუტაცია აქვს საზოგადოებასა თუ პროფესიულ წრეებში", — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ადგენს, რომ საერთო სასამართლოს მოსამართლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ორგანული კანონით. სწორედ ამ კანონში ითხოვენ ცვლილებას კოალიციის წევრების.
მათი თქმით, საკანონმდებლო დონეზე უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და თავმჯდომარეობის კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა ნომინირების პროცედურა.
"უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის ნომინირებისთვის ორგანულ კანონში უნდა გაიწეროს იგივე ხმათა რაოდენობა, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა დასანიშნად არის დადგენილი – კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა", — აცხადებენ კოალიციაში.
კოალიცია დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის 205-ე მუხლის ფორმულირებას, რომელიც გულისხმობს სამუშაო ჯგუფის შექმნას პარლამენტში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენენ და გამჭვირვალე ფორმატში განიხილავენ. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ სამუშაო ჯგუფი პროფესიული წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების იმ წევრებით უნდა დაკომპლექტდეს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებათა ღირებულებებს აღიარებენ.
"ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა განხორციელდეს საჯაროდ და დაინტერესებულ პირებს მიეცეს შესაძლებლობა, დასვას სასურველი შეკითხვები", — აღნიშნავენ კოალიციის წევრები.
კოალიცია მიიჩნევს, რომ იქამდე, სანამ ორგანულ კანონში ცვლილება არ შევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ უნდა აირჩიონ:
- მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე;
- მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავი შეიკავოს კანდიდატთა ნომინირებისაგან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში 16 დეკემბერს შევიდა. ახალი კონსტიტუციის 61-ე მუხლი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არეგულირებს. 2018 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 28 მოსამართლეს პარლამენტი უვადოდ დანიშნავს.
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები