პუტინი: რეპს თუ ვერ ავკრძალავთ, მაშინ ის უნდა გავაკონტროლოთ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადგილობრივ ახალგაზრდებში ჰიპ-ჰოპ მუსიკის პოპულარობის ზრდით შეშფოთებულია. ის ამბობს, რომ აკრძალვის ნაცვლად, კულტურის ლიდერებმა რეპი უნდა აკონტროლონ:
"თუ მისი შეჩერება შეუძლებელია, მაშინ ჩვენ ის უნდა ვმართოთ".
პუტინმა სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე თავისი მოსაზრება განმარტა და თქვა, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტების აკრძალვას საწინააღმდეგო ეფექტი ექნება და ეს მათ პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის.
"რეპი სამ რამეზეა დაფუძნებული: სექსზე, ნარკოტიკებზე და პროტესტზე", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი და დასძენს, რომ ჰიპ-ჰოპის ეს მიმდინარეობა რუსი ერის დეგრადაციას გამოიწვევს.
პუტინის სიტყვებით, ნარკოტიკების პროპაგანდა წყევლაზე უარესია.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადება რუსი რეპერის, Husky-ის დაპატიმრებას მოჰყვა. ხელოვანი, რომლის ვიდეოებსაც YouTube-ზე მილიონობით ნახვა აქვს, ნოემბერში დააპატიმრეს. მან სპონტანური ჩვენება მოაწყო რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ კრასნოდარში.
25 წლის რეპერის დაპატიმრება საბჭოთა კავშირის დროს ხელოვნებაზე დაწესებულ ცენზურას შეადარეს. ჰასკი სიღარიბეზე, კორუფციასა და პოლიციის სისასტიკეზე რეპავს.
21 ნოემბერს, ის სცენაზე ასასვლელად ემზადებოდა, როდესაც ადგილობრივი პროკურატურის წარმომადგენლებმა მას გაფრთხილება მისცეს, იმ მოტივით, რომ მისი ქმედება "ექსტრემიზმის" ელემენტებს მოიცავდა.
ჰასკი მანქანაზე აძვრა, მის გარშემო ასობით ფანი იყო და გარეპა:
"მე ჩემს მუსიკას ვიმღერებ, ის ყველაზე გულწრფელია". ამის შემდეგ, ხელოვანი მანქანიდან პოლიციამ ჩამოიყვანა და დააპატიმრა.
30 ნოემბერს, რეპერმა Gone.Fludd-მა თავისი ორი კონცერტი გააუქმა, რაც პოლიციისგან არსებულ წნეხს დაუკავშირა. შოუ გააუქმა პოპულარულმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა Allj-მაც. მისი თქმით, მიზეზი მიღებული მუქარები იყო. ნოემბერში კონცერტები გააუქმეს პანკ-ბენდმა Friendzona-მ და მუსიკოსმა Monetochka-მაც.
-
გადახედვა5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა 5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
კომენტარები