საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში კაცის საშუალო ხელფასი ქალისას 500 ლარით აღემატებოდა. მათი თქმით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში უფრო მეტი იყო, ვიდრე ქალების.

უწყების ინფორმაციით, ქალების საშუალო ხელფასი ამ პერიოდში 851.9 ლარით, ხოლო კაცების — 1360.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ კი შესაბამისად 42.5 და 66.7 ლარი შეადგინა.

ფოტო: საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა.