ძალა ერთობაშიას ლიდერი და ნაციონალური მოძრაობის

ევრი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებული გზით, ყვარლის გავლით, თელავში მოხვედრა ინაუგურაციის დაწყებამდე შეუძლებელი იყო. მისი თქმით, ის ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდა და ყვარლის გავლით, პოლიციის ესკორტით წავიდა თელავისკენ.

ბარამიძე ვიდეოში პოლიციის თანამშრომელს უხსნის, რომ თელავში არა დაპირებულ დროს, არამედ ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, 16:28 საათზე ჩავიდა. პოლიციელი კი ღიმილიანი სახით ეუბნება:

"ბატონო გიორგი, თქვენც ხომ დაინახეთ რა სიტუაცია იყო, გამომდინარე იქედან, რომ თქვენი მანქანები იყო ცუდად".

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ბარამიძე პოლიციის დახმარებით შეთავაზების შესაბამისად ჩავიდა.

დღეს, 16 დეკემბერს, როცა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ინაუგურაცია იმართებოდა, ოპოზიციამ აქცია დაგეგმა. თელავისკენ მიმავალ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს გზა ავტობუსებითა და მანქანებით ჩახერგელი სოფელ ველისციხესთან დახვდათ. ისინი ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გადაადგილების უფლებას უზღუდავდა, უწყება კი განმარტავდა, რომ შეზღუდვების შესახებ წინასწარ აცნობეს მათ. აქვე განმარტავდნენ, რომ ყვარლის გავლით საკუთარი ტრანსპორტით, ან სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით გადაიყვანდნენ. ოპოზიცია გზის გახსნას რამდენიმე საათი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.