მსახიობი ემი ადამსი ჯიმი კიმელის შოუს სტუმრობდა, სადაც თავისი ახალი ფილმი Vice წარადგინა

ემი იხსენებდა, რომ ერთ დღეს ბრედ პიტი, რომელიც ამ ფილმის პროდიუსერია, გადასაღებ მოედანს ესტუმრა

ამ დროს მას 70 წლის ქალის მაკიაჟი ჰქონდა

ამ ამაღელვებელ მომენტს ემი ასე აღწერს: "შენელებულ კადრს ჰგავდა"

"ის მომესალმა, მითხრა, რომ ჩემი ნახვა გაუხარდა და სცადა, ჩამხუტებოდა", - ყვება ადამსი.

"ამ დროს გავაანალიზე, რომ ვერ ჩავეხუტებოდი, რადგან კონიუნქტივიტი მქონდა. სწორედ ასე გავხდი პირველი ქალი ისტორიაში, ვინც ბრედ პიტს ჩახუტებაზე უარი უთხრა" , - ხუმრობით იხსენებს ადამსი.