რამდენიმე საათის წინ ავარიაში მოყვა სატვირთო, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე გამოყენებული ქვემეხი გადაჰქონდა, ავარიაში მოყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მას მიკროავტობუსი შეეჯახა.

უწყების ინფორმაციით, შეჯახების გამო მიკროავტობუსის მძღოლი ადმინისტრაციული წესით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა.

დღეს, 16 დეკემბერს ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ქვემეხებიდან სამჯერ გაისროლეს.