საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში წინამორბედი პრეზიდენტების ღვაწლზეც ისაუბრა.

"ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა, როცა დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური მმართველობისკენ. მიხელ სააკაშვილმა თავის პირველ წლებში არაერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს ჩაუყარა საფუძველი. გიორგი მარგველაშვილის დროს გამყარდა სტაბილურობა. ჩემი მიზანია, ჩვენი სახელმწიფოს განვითარება გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზანი".

ამავე თემაზე: 4 პრეზიდენტი და 7 ინაუგურაცია — გზა სალომე ზურაბიშვილამდე