სამყარო სამუდამოდ იქნება ჯოან როულინგის მადლიერი, რადგან მან მაგლებს 9¾ პლატფორმის მატარებელზე ბილეთი აჩუქა და ყველაზე დიდებული თავგადასავლებისაკენ მიმავალ გზაზე მაგიური კარი გაგვიხსნა.

კიდევ უფრო დიდი საჩუქარი იყო ის, რომ საშუალება მოგვეცა, ფურცელზე წაკითხული სამყარო დიდ ეკრანზეც გვენახა და დენიელ რედკლიფის, ემა უოტსონისა და რუპერტ გრინტის სახელები სამუდამოდ დაგვეკავშირებინა ყველაზე დიდებულ ჯადოქრებთან.

მიხედავად იმისა, რომ პოტერიადას სამყაროს ბოლო ფილმის გამოსვლიდან უკვე დიდი დრო გავიდა, დღემდე არსებობს ბევრი საეჭვო დეტალი, რომელთა აღმოჩენის შემდეგაც, მათი დავიწყება ძალიან რთულია.

1. განსაცვიფრებელია ის ფაქტი, რომ ჰოგვორტსში ტილები არავის ჰყოლია. არადა, გამანაწილებელი ქუდი ყველა მოსწავლის თავს შეეხო

2. "აკციო სათვალე" - ეს ის შელოცვაა, რომლითაც მარტივად შეიძლებოდა ჰარის დამარცხება, მაგრამ არავის მოსვლია აზრად მისი წარმოთქმა

3. რატომ იყენებენ მოსწავლეები მხოლოდ იმ შელოცვებს, რომლებიც ჰოგვორტსში ისწავლეს? ჯადოქრების სამყაროში ხომ რეალურად სხვა ათასობით შელოცვა არსებობს

4. რატომ არავის მოსვლია აზრად გამოეყენებინა სქესის, ასაკისა და რასის შემცვლელი ელექსირი? ასე ბევრი რამის მოგვარება უფრო მარტივი იქნებოდა

5. ამდენ დიდებულ ჯადოქარს შორის, როგორ არავის მოაფიქრდა ისეთი შელოცვის თქმა ან ელექსირის მომზადება, რომელიც ჰარის პოტერს მხედველობის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარებდა?

6. შვიდი წიგნის განმავლობაში, ჰარი პოტერი მხოლოდ ერთხელ ბანაობს. იგივე ხდება ფილმშიც. ნუთუ ჰიგიენის შესანარჩუნებლადაც არსებობს შელოცვა?

7. ჯადოქრებს შეეძლოთ მაგლებთან თანამშრომლობით სამყარო უფრო უსაფრთხო გაეხადათ, ვიდრე რეალურად არის. აღმოეფხვრათ შიმშილი, უწყლობა და სხვა უამრავი პრობლემა. თუ კეთილები არიან, მაშინ რატომ იმალებიან და არ ცდილობენ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას?

8. ჯადოქრები ჯერ კიდევ წიგნებს იყენებენ სწავლისთვის, მაშინ, როდესაც მაგლების სამყაროში ტაბები და ლეპტოპები არსებობს

9. ჰოგვორტსში შობა მაინც აღინიშნება, რაც უცნაურია. ესე იგი, ქრისტე მაგიურ სამყაროშიც არსებობდა. საინტერესოა, მისი სასწაულები თუ მიიჩნეოდა ჯადოქრობად

10. საერთოდაც, რა დატვირთვა აქვთ ბოქლომებს, თუ ჯადოსნური ჯოხით მათი გაღება სრულიად შესაძლებელია