საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ინაუგურაციის წესში ცვლილება შევიდა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმ ბრძანებულებაში შეიტანა ცვლილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესს ადგენს და თანამედროვე კონსტიტუციურ რეალობას ასახავს.

"ეს ცვლილება მოვიდა შესაბამისობაში დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობასთან და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის პრეცედენტი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ მარგველაშვილის და ახალარჩეული პრეზიდენტის შეხვედრით, განმტკიცდა ამ წესში, სადაც გაიწერა უკვე მიმავალი პრეზიდენტის ფუნქცია და როლი ინაუგურაციის პროცესში, როდესაც ხდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება", — აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.