რატომ არ შემოუშვეს 2 ირანელი ინვესტორი საქართველოში
მას შემდეგ რაც საქართველოში ორი ირანელი ბიზნესმენი არ შემოუშვეს, 14 დეკემბერს თბილისში საქართველოში ირანელ ინვესტორთა კავშირის კონფერენცია ჩაიშალა. როგორც კავშირის ხელმძღვანელი ამბობს, შემთხვევა 11 დეკემბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ ირანელ მოქალაქეებს შემოსვლაზე უარი უთხრეს, რადგან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს, თუმცა კონკრეტულად რა მოთხოვნებზეა საუბარი, არ ამბობენ. მათივე განცხადებით, ირანის მოქალაქეებს არ განუცხადებიათ, რომ იყვნენ ბიზნესმენები და ქვეყანაში კონფერენციაზე დასასწრებად შემოდიოდნენ. უწყება უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიზნესმენთა კონფერენცია ამ შემთხვევის გამო ჩაიშალა.
მხოლოდ 2018 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე ირანის 434 მოქალაქეს უთხრეს უარი. სულ საზღვარი გადმოკვეთა ირანის 17 595-მა მოქალაქემ. ამ ხნის განმავლობაში გააძევეს ირანის 2 მოქალაქე, ხოლო სავიზო რეჟიმი დაარღვია 159-მა.
30 ნოემბერს უკან გაბრუნებულებს შორის იყო კლუბ მტკვარის სტუმარი Ahu, რომელიც კლუბში დაგეგმილი Deep House Tehran Showcase ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო. მაშინ შსს-მ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები. გარდა ამისა, Ahu-ს საზღვრიდან გააბრუნეს, რადგან იგი არ იძლეოდა ინფორმაციას ან იძლეოდა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.
დეკემბრის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ბაჰრამ ქასემიმ მათი მოქალაქეების არშემოშვების გამო შეშფოთება გამოთქვა. როგორც ჟურნალისტებთან ქასემიმ განაცხადა, 2 დეკემბერს საქართველოს საზღვრიდან 200-ზე მეტი ირანელი სხვადასხვა მიზეზით უკან გააბრუნეს. ირანის საგარეო უწყებისთვის კი ეს მიზეზები გაუგებარია.
ამ განცხადების შემდეგ, "უპატივცემულო მოქმედებების გამო" ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, როგორც თბილისში, ისე თეირანში ამ "პრობლემაზე" მუშაობენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩიც იყო დაბარებული.
საკონსულო და საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირანის ელჩს სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის 13 დეკემბერს შეხვდა. უწყების განცხადებით, შეხვედრაზე ინფორმაციები გაიცვალა და მიღებულმა ინფორმაციამ განსახილველი საკითხები უფრო ცხადი გახადა.
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები