ტერეზა მეი მომავალ არჩევნებზე კონსერვატიული პარტიის ლიდერი აღარ იქნება
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის თქმით, ის მომავალ არჩევნებზე კონსერვატიულ პარტიას აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ BBC წერს.
ევროკავშირის სამიტის დროს ბრიუსელში ტერეზა მეიმ თქვა, რომ ამჯობინებს არჩევნებს სხვა ლიდერი გაუძღვეს. მისი თქმით, იცის, რომ თანაპარტიელების მხრიდან გამოცხადებული უნდობლობა ბრექსიტის პოლიტიკის შედეგია.
ტერეზ მეის თქმით, მან შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, თუმცა ვალდებულია მოუსმინოთ იმ 37%-ს, რომელმაც ხმა მის წინააღმდეგ მისცა. შემდეგი არჩევნები 2022 წელსაა ჩანიშნული.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ნდობის ვოტუმის კენჭისყრის შემდეგ თანამდებობა შეინარჩუნა. კონსერვატიული პარტიის 200-მა დეპუტატმა მას მხარი დაუჭირა, ხოლო 117-მა — არა. ტერეზა მეი რჩება პარტიის ლიდერად, შესაბამისად, ქვეყნის პრემიერადაც.
ნდობის ვოტუმის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის 48-მა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა.
რა გახდა უთანხმოების მიზეზი
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა და პირველი ქვეყანაა, რომელიც მას დატოვებს. ის ევროკავშირიდან საბოლოოდ 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. დოკუმენტის პროექტში საუბარია 21-თვიან გარდამავალ პერიოდზე და ე.წ. გაყრის კანონპროექტის დეტალებზე, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთმა ევროკავშირს 39 მილიარდი ფუნტ სტერლინგი უნდა გადაუხადოს.
უთანხმოების მთავარი მიზეზი, რომელმაც დიდი ბრიტანეთი პოლიტიკურ კრიზისში მოაქცია ტერეზა მეის ბრექსიტის შეთანხმებაა. ამას წინ უძღვოდა 18-თვიანი რთული მოლაპარაკებები ბრიუსელთან. ეს ეხებოდა, როგორც ბრიტანეთის საზღვრებს, ისე მოქალაქეებს გადაადგილებას ბრიტანეთსა და კონტინენტს შორის.
შეთანხმების ყველაზე საკამათო ნაწილი ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის საზღვარს ეხება. ეს არის ერთადერთი სახმელეთო საზღვარი, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს აქვთ. ახლა ეს საზღვარი ნომინალურად არსებობს.
ტერეზა მეიც და ევროკავშირიც მიიჩნევენ, რომ ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სრულყოფილი საზღვარი არ უნდა არსებობდეს, რაც პასპორტის კონტროლსა და მკაცრ შემოწმებას გულისხმობს. ბოლო შეთანხმებით კი, საზღვარი ღია იქნება ეს კი "მკაცრი ბრექსიტის" პრინციპებს ღალატობს.
14 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბრექსიტის პროექტს მხარი დაუჭირა. ამ შეთანხმებას მინისტრთა კაბინეტის 11-მა წევრმა არ დაუჭირა მხარი, მათგან ორი კი გადადგა, მათ შორის, ბრექსიტის საკითხების მინისტრი. ჯერ კიდევ ამ დროს დეპუტატებმა უნდობლობის ვოტუმისთვის წერილების შეგროვება დაიწყეს, თუმცა საქმე კენჭისყრამდე არ მივიდა.
ევროკავშირის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისა და სამომავლო ურთიერთობების შეთანხმებას მხარი 25 ნოემბერს დაუჭირეს. შეთანხმება, რომელიც ჯერ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების მნიშვნელოვანი დასაწყისია.
11 დეკემბერს თემთა პალატაში ბრექსიტის შეთანხმებისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა ტერეზა მეიმ ის გადადო. მეიმ აღიარა, რომ თუ კენჭისყრა გაიმართებოდა თემთა პალატა შეთანხმებას მხარს არ დაუჭერდა.
"თუ თქვენ გსურთ მეორე რეფერენდუმი, რომელიც პირველის შედეგებს შეცვლიდა, მაშინ ეს საზოგადოებას ისევ გახლეჩდა. თუ თქვენ გსურთ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოთ — ეს ჩვენს ქვეყანას მიაყენებს ზიანს".
ირლანდიისაა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრისთვის მეტი "გარანტიის მისაღებად" მეი ბრიუსელში გაემგზავრა და გემრანიის კანცლერსა და ნორვეგიის პრემიერს შეხვდა. მას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები ჟან-კლოდ იუნკერთან და დონალ ტუსკთან.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები