დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულმა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა საპატიმრო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დათო გუსეინოვი აბზოვის მეგობარი წერს.

ინფორმაცია On.ge-ს პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 10 000 ლარის გირაოს ნაცვლად აღკვეთი შუეცვალა.

"გამოკვლეულია წერილობითი მტკიცებულებები და გამოკითხულია ძირითადი მოწმეები შესაბამისად მოწმეებზე ზემოქმედების რისკი მოხსნილია", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თემურ აბაზოვი 7 თვის განმავლობაში პატიმრობაში იყო მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით. მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.